ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

A bola: "სპორტინგსა" და "ბენფიკას" მაკარიძე სურთ - "ვიტორიამ" ქართველს ფასი დაადო

AutoSharing Option
როგორც ყველაზე პოპულარული პორტუგალიური სპორტული გამოცემა A bola იტყობინება, "ვიტორია სეტუბალმა" ლისაბონის "სპორტინგს" გიორგი მაკარიძის მიყიდვის პირობები წაუყენა, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ქართველ მეკარეზე თვალი მეორე ლისაბონურ კლუბს, "ბენფიკასაც" უჭირავს.

როგორც A bola წერს, ვიტორიელები დედაქალაქური კლუბისაგან 1 მილიონ ევროსა და მცველ მიგელ ლუიშის სეზონის ბოლომდე იჯარით დათმობას ითხოვენ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ "სპორტინგს" მაკარიძის შეძენა იანვარში სურს და ამჟამინდელი ძირითადი მეკარე რენან რიბეიროს გასხვისებასაც იანვარში აპირებს.

ხოლო, რაც შეეხება "ბენფიკას", მათ მაკარიძის შეძენა მეორე მეკარედ სურთ, რადგან რუსი ზლობინის თამაშით
უკმაყოფილონი არიან.