"ვიტორია სეტუბალის" ქართველი მეკარე პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-14 ტურის სიმბოლურში ადგილობრივმა საიტმა goalpoint.pt-მა შეიყვანა.
აი, რას წერს საიტი ქართველზე:
"გიორგი მაკარიძე ("ვიტორია") 8.9 - გასულ ტურში ქართველმა კიპერმა ლიგის მიმდინარე სეზონში მეკარეებს შორის ყველაზე მაღალი სარეიტინგო ქულა დაიმსახურა. "ვიტორიამ" "დეპორტივო ავეში" მიიღო და გამარჯვება ქართველის წყალობით მოიპოვა. მაკარიძემ 7-ჯერ მოიგერია დარტყმული, აქედან 6 საჯარიმოს შიგნიდან, 1 კი პენალტიდან. ასევე, ერთ შემთხვევაში მისი კარის კუთხეში მიმავალი საოცარი ბურთიც აიღო."