მაკარიძე ისევ პორტუგალიის ჩემპიონატში იასპარეზებს

AutoSharing Option
Diario de León-ის ცნობით, 32 წლის მეკარე გიორგი მაკარიძემ ესპანეთის მეორე ლიგის "პონფერადინა" დატოვა.

გამოცემა იტყობინება, რომ კლუბმა მაკარიძის თხოვნა კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე დააკმაყოფილა. ქართველს "მარიტიმუს" ამჟამინდელი მწვრთნელი ხოსე გომესი იწვევს, რომელიც "პონფერადინას"თვე-ნახევრის წინ დაემშვიდობა.

მაკარიძე "პონფერადინაში" ზაფხულში გადავიდა და ამ გუნდის შემადგენლობაში 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის პორტუგალიაში 2014-20 წლებში ოთხ სხვადასხვა გუნდში თამაშობდა.

"მარიტიმუ" პორტუგალიის ჩემპიონატზე ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა. სხვათა შორის, 8 იანვარს საკუთარ მოედანზე ლისაბონის "სპორტინგს" 1:0 სძლიეს და პრიმეირა ლიგაში ადგილის შენარჩუნების იმედი აქვთ.


მკითხველის კომენტარები / 1 /
რა კარგად იყო პორტუგალიაში,ესპანეთშიც პირველ სეზონში შეუცვლელი,მაგრამ მერე რა დაემართა...იმედია ისევ გამოადგება ნაკრებს.
master
11:32 10-01-2023
0

სიახლეები პოპულარული