ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ასე დასრულდა ჯანო ანანიძისა და "სპარტაკის" ისტორია - რუსულმა კლუბმა ქართველის წასვლა დაადასტურა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკმა" ჯანო ანანიძესთან დაკავშირებით განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

კლუბსა და ქართველ ფეხბურთელს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა, - იტყობინება "სპარტაკი".

"ქართველი ნახევარმცველი "სპარტაკის" სკოლაში 2007 წლის ზაფხულში მოვიდა, ხოლო 2009 წლის 15 ივლისს პირველ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. მაშინ 16 წლის ჯანომ რუსეთის თასის მატჩში "კრასნოდარის" წინააღმდეგ ითამაშა. 90-ე წუთზე მან ულამაზესი გამარჯვების გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი გახდა. ეს რეკორდი დღემდე ვერავინ დაამხო.

სულ ანანიძემ "სპარტაკში" 146 მატჩი გამართა და 16 გოლი გაიტანა.
"სპარტაკთან" ერთად ის რუსეთის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი გახდა.

ჯანოს ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებთ", - წერია კლუბის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ