27 წლის ქართველმა მცველმა საბა კვირკველიამ, რომელიც მოსკოვის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავს, რამდენიმე საინტერესო საკითხზე თავისი აზრი ჟურნალისტებს გაუზიარა.
- გქონდათ ჯანოსთან ურთიერთობა მას შემდეგ, რაც "სპარტაკიდან" "ანორთოსისში" გადავიდა?
- რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ ვმეგობრობთ. თუმცა, გამოდის, რომ ჯანო კვიპროსში კი არა, საქართველოში წავიდა. იქ მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაია მუშაობს და 4 ქართველი ჰყავთ გუნდში. ეჭვიც არ მეპარება, რომ ჯანო თბილად, ქართულად მიიღეს. არ მგონია, რომ ჯანო დიდი ხანი გაჩერდეს "ანორთოსისში", ჩადგება კარგ ფორმაში და უკეთეს კლუბს ევროპაში მოძებნის.
-
რა არის "ლოკომოტივის" მიზანი?
- "ზენიტთან" დაწევა ძალიან რთული იქნება, მეორე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ. თუმცა "ლოკომოტივის" მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა.