ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"რუბინმა" მიქელთაძე და ყიფიანი იჯარით "როტორში" გაუშვა

AutoSharing Option
"რუბინმა" 22 წლის თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე და 23 წლის ნახევარმცველი ნიკოლაი ყიფიანი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, სეზონის ბოლომდე იჯარით "როტორში" გაუშვა.

ორივენი "რუბინში" გასული წლის ზაფხულში გადავიდნენ. მიქელთაძემ რუსეთის ჩემპიონატის 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო ყიფიანმა 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ვოლგოგრადული გუნდი პირველი ლიგის ლიდერი და პრემიერლიგაში დაბრუნების რეალური კანდიდატია.