ზივზივაძე დღეს "ლივერპულთან" არ ითამაშებს და გეზი სამხრეთ კორეისკენ აქვს აღებული

AutoSharing Option
ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუე" დღეს ამხანაგურ შეხვედრაში "ლივერპულს" დაუპირისპირდება, თუმცა ქართველი ფეხბურთელი თავისი გუნდის განაცხადში არაა.

მიზეზი მარტივია, ჩვენებური ტრანსფერზეა დაყენებული და რეალური მსურველიც ჰყავს.

29 წლის ფორვარდის სამსახურით სამხრეთ კორეის "ჩონბუკია" დაინტერესებული, რომელიც მიმდინარე K ლიგაში 24 ტურის შემდეგ მე-4 ადგილზე იმყოფება.

მოგეხსენებათ, ეს ის კლუბია, სადაც შარშან თორნიკე ოქრიაშვილი უნდა გადასულიყო. რაც შეეხება ზივზივაძეს, ის ზამთარში მივიდა "კარლსრუეში", 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ვაკო ყაზაიშვილი და ბექა მიქელთაძეც ასპარეზობენ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
აქ მთავარი ის კი არაა, რომელ ადგილზეა სამხრეთ კორეის ლიგა, მთავარი და გადამწყვეტი დროის სარტყელია და ის სხვაობა რაც არის ევროპულ დროსა და ამ ქვეყნის დროს შორის. ამიტომაცაა, რომ დაბორიალობს ყაზაიშვილი როცა საქართველოს ნაკრებში თამაშობს, განსხვავებით იმისგან, რასაც სამხ. კორეაში თამაშობს. მისი ბრალი არაა, სხეული ვერ ეგუება ასეთ სხვაობას. ამავე პრინციპით, ამერიკის ლიგაში და აზიის ქვეყნების ლიგაში წასული ფეხბურთელები დაკარგულია ნაკრებისთვის და სწორედაც იქცევა სანიოლი რომ არ იძახებს ამ ლიგებიდან ფეხბურთელებს. ესაა და ეს, არაფერი პირადული ...
მაგარი ექსპერტი ხარ გეტყობა
21:04 19-07-2023
2
იაპონია მაინც იყოს,იაპონია უფრო მაღალი დონის ლიგაა,შედარებით.
ლანჩხუთელი
16:04 19-07-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული