ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სლუცკიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნას

AutoSharing Option
Meta-ratings.kz-ის ცნობით, ჩვენთვის კარგად ნაცნობმა რუსმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ შესაძლოა, ყაზახური "აქტობე" ჩაიბაროს, სადაც 26 წლის ქართველი მცველი ლუკა გადრანი ირიცხება.

კლუბმა ადგილობრივ პრემიერლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა, რის გამოც მოქმედ დამრიგებელ ანდრეი კარპოვიჩს ალბათ გადააყენებენ, მისი შეცვლის მთავარი კანდიდატები კი სწორედ სლუცკი და მაგომედ ადიევი არიან, რომელიც ამჟამად ყაზახეთის ნაკრებს მოძღვრავს.

შეგახსენებთ, რომ ყაზანის "რუბინში" სლუცკი ზურიკო დავითაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიას ავარჯიშებდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოწვევა მართლაც აქვს სლუცკის მარა გაზაფხულქმდე მოცდა ამჯობინა. დიდი შანსია მარტის ბოლოს მან წინადადება საქართველოს ნაკრებიდან მიიღოს. ეს კი ერთა ლიგის მატჩების შემდეგ მოხდება. 99% გადაწყვეტილი ამბავია..საუბრები კი ამ თემაზე მარყის ბოლოს დაიწყება.
დათა
08:31 26-11-2023
1
ლოგვინენკომ არავითარი მოლაპარაკება მიდის სლუცკისთანო
მიხეილი
12:24 01-11-2023
0

სიახლეები პოპულარული