გულშემატკივრები ძირითად შემადგენლობაში ჩაკვეტაძის დაყენებას ითხოვენ

AutoSharing Option
"გენტი" ბელგიის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და 14 თებერვალს სტუმრად "ეუპენს" შეხვდება, 21 თებერვალს კი, ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში გასვლაზე "რომას" დაუპირისპირდება.

მწვრთნელ იეს ტორუპს თავდასხმის ხაზში პრობლემები აქვს - რომან იარემჩუკი ტრავმის გამო ამ სეზონში ვერ ითამაშებს; დაშავდა ლორან დეპუატრეც, რომელმაც წინა ორი მატჩი გამოტოვა და თავის გუნდს "ეუპენთანაც" ვერ დაეხმარება.

voetbalnieuws.be გამოკითხვას ატარებს: "ვინ უნდა შეცვალოს დეპუატრე? - ქვილითაია, ნიანგბო, ჩაკვეტაძე".

ამ მომენტისთვის გამოკითხულთა 42% სასტარტოში ჩაკვეტაძის დაყენებას ითხოვს; 38%-ს მიაჩნია, რომ ძირითადში ქვილითაია იმსახურებს თამაშს, ნიანგბოს კი
20% უჭერს მხარს.

ტორუპმა კლუბის საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დეპუატრეს მწყობრში ჩადგომის დიდი იმედი ჰქონდა, მაგრამ წვრთნისას 40 წუთის შემდეგ ისევ ასტკივდა ფეხი, იძულებული იყო ვარჯიში შეეწყვიტა და ფიქრობს, რომელი ფეხბურთელით შეცვალოს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ტორუპი კი არა ტრუპია მაგი, ტრუპი!
aburjga
13 თებერვალი 2020 22:43
12
არ გრცხვენიათ? არ მოგბეზრდათ ზოგიერთებს ჩაკვეტაძეზე ღლიცინი?
ტარიელი
14 თებერვალი 2020 02:26
7
ტორუპის ... შ..... ი. ძირითადში და ზაპასში..
ისე - იარემჩუკს ივანე კი არა - რომანა ჰქვია, ერთი მაგის .... ....
ჯემიკო
14 თებერვალი 2020 02:57
5
ვაა დღეს ერთ-ერთ ჩვენიანი სასტავში ვნახავთ... ჩაკვრა თუ ერთ ტაიმს მაინც მისცემს ეხლა და თუ ნორმალურად ჩაატარა 21-ში სასტავში დააყენებს იდეალური იქნება მგონი
რა მაფიაა?
14 თებერვალი 2020 01:39
1
ასევე ბაიერნიც და რეალიც
tite
14 თებერვალი 2020 01:57
2
არც ტორუპი და არც ტრუპი. ორიგინალში იქნება ტარაკი ბატონებო, ტარა--კი... აი ესე უფრო მშვენიერია.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
14 თებერვალი 2020 02:22
7
გელა ნუგზარაშვილს ყიდულობს გენტი სამტრედიიდანო და მართალია?
გიორგი
14 თებერვალი 2020 10:29
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული