"მეშინია, "ტობოლში" ან კუსტანაიში არ დაასრულოს კარიერა" - ლევან სალუქვაძემ გიორგი ჩაკვეტაძის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა

AutoSharing Option
გადაცემა "იმედის ფსონში" სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ "გენტისა" და საქართველოს ნაკრების ამომავალ ქართველ ვარსკვლავზე გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ევროპის ლიგაზე გიორგი ჩაკვეტაძის გულშემატკივრობა ისე არ გამოგვივიდა, როგორც ჩვენ გვსურდა. ველოდით უფრო მეტს ამ ფეხბურთელისგან და ველოდით უფრო მეტს "გენტის" მწვრთნელისგან, რომ მას უფრო მეტ სათამაშო დროს დაუთმობდა.

დასამალი არავისთვის არ არის, რომ ქართული ფეხბურთის მთავარი იმედი გვყავს ჩაკვეტაძე. ყველა ქვეყანაში გამოჩნდება ხოლმე 1-2 ფეხბურთელი, რომლის ირგვლივაც უნდა ჩამოყალიბდეს გუნდი.

იცით, რა... ცოტა თავის ვიტყუებთ რა... ვამბობთ, რომ ტრავმა ჰქონდა და
ა.შ. მაგრამ ვერ ხვდებით, რომ დრო გადის?!

ტრავმა ჰქონდა და ეს ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან ცუდია, მაგრამ მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა. დიდი დრო გავიდა ასევე ტრავმის მკურნალობამდე, მკურნალობიდან აღდგენამდე და ა.შ.

კარგია სიფრთხილე, რომ არ ვაჩქარებთ და არ გვინდა ტრავმა გაუმიზეზდესო, მაგრამ ესე ნელა მოქმედებაც ჰო არ შეიძლება?!

სად დაიკარგეთ ის ხალხი, რომ წერდით, ჩაკვეტაძე "რომას" უნდაო და კოლოსარულ თანხებს ასახელებდით?! თუ მართლა ასე იყო, გამოეყვანათ ამ "რომასთან" და უფრო მეტი დრო და დავალება მიეცათ.

სირაქლემის პოზიციაში ვცხოვრობთ, თავი გვაქვს ჩაყოფილი ქვიშაში და რასაც ვიტყვით, გვინდა რომ მხოლოდ იმის გვჯეროდეს.

ოქროს პერიოდი, რომ მიდის ვერავინ ხვდებით? გამოდის "გენტის" პრეზიდენტი და იტყვის, რომ 25 მილიონზე ნაკლებად არ გავყიდიო. დიდი ბოდიში, მაგრამ ჰოლანი იყიდა "დორტმუნდმა" 20 მილიონად და იქ რაებს აკეთებს, ყველამ კარგად იცის.

10 მილიონად, რომ გაიყიდოს ჩაკვეტაძე და კარგ გუნდში გადავიდეს, საქართველოსთვის ცუდია? თუ შევაბერდეთ ამ "გენტს", "სენტ ტრუიდენს", "ვარეგემსა" და ეგეთ გუნდებს...

არ ვიცი, ეს წყევლაა თუ რა არის, მაგრამ ბელგიაში ვერცერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ვერ გაიხარა. ტალანტების სასაკლაოდ იქცა ეს ქვეყანა.

"ბაიერნში" გადასვლაზე მიდიოდა ხმები და საზოგადოების ერთმა ნაწილმა თავი მოიკლა როგორ შეიძლებაო და აგერ ბატონო, თუ არ შეიძლება...

მეშინია, რომ ჩაკვეტაძემ "ირტიშში" ან სადმე კუსტანაიში არ დაასრულოს კარიერა, ან კიდე უკეთეს შემთხვევაში "იაგელონიაში".

არ მინდა, რომ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი და ტალანტი დავკარგოთ", - ამბობს სალუქვაძე.
მკითხველის კომენტარები / 86 /
ნუ მიბლოკავთ ნაწერს!! უხამს არასდროს არაფერს ვწერ! ჩემი აზრის გამოთქმის უფლება მაქვს - ეს სალუქვაძე და ამნაირები რომ არიან ქართველი კომენტატორები, იმიტომაა ასეთ დღეში ფეხბურთი! საიდანაც ქარი დაუბერავს და რასაც უმრავლესობა იტყვის რომ იმეორებენ. ვაი შენს პატრონს. ჩაკვეტაძე არამარტო უნიჭიერესია, ამაში კი არაა საქმე შე მართლა ფეხბურთის უცოდინარო, არამედ იმაში, რომ მას ხასიათის უმნიშVნელოვანესი თვისებები აქვს დიდი ფეხბურთელის. საქართველოს ნაკრების მომავალი მთლიანად არის დამოკიდებული ამ ბიჭის მომავალზე, რადგან მას თამაშის მართვა შეუძლია. ძალიან კარგად ესმის მომენტი, ტემპი, როდის რა უნდა ქნას გუნდმა, თავმდაბალია თან და თან არ ტრიპაჩობს, პასებს იძლევა, სადაც საჭიროა საკუთარ თავზე იღებს ბურთს და უაღრესად ტექნიკურია და სწრაფი, მაგარი დარტყმა აქვს, ფიზიკურად ტფუ ტფუ ტფუ ძლიერია და ძალიან სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს... იმსახურებს ნამდვილად ძალიან დიდ კლუბს და ეჭვიც არ მეპარება რომ გადავა თU ყველაფერი სწორად და კარგად წავიდა, ღმერთმა ქნას. მარა პატარა ბიჭია და ეხლა ამხელა წნეხს ატარებს, წარმოიდგინეთ რამდენი ათასი კაცი სწერს და ეუბნება, რომ მისი იმედი აქვს და ასე.შ და იმ 15 წუთში რასაც აძლევენ მაქსიმუმს აკეთებს. ხოდა შენნაირი კომენტატორი რომ გამოვა და ამ სისულელეებს იტყვის, მერე აუცილებლად ბოდიშიც უნდა მოიხადო თუ კაცი ხარ, რომ იყიდის მართლა ეს რომა და ვარსკვლავი რომ გახდება, მარა მერე შეიძლება პირიქით თქვა, მეც ამას ვამბობდიო. ჩაკვე - შენ ხარ მაგარი! არასდროს არ უსმინო ასეთ ვაი მცოდნეებს მეგობარო. წარმატებები და წარმატებები!!!
გადასარევი გიორგი
22 თებერვალი 2020 17:38
48
სალუქვაძე და დისლაქების მიმცემებს ნეტა არ შერცხვებათ, ჩაკვეტაძეს დიდ კლუბში დიდ ფეხბურთელად რომ ვიხილავთ მაქს.1-2 სეზონში? მოკლედ გეტყვი: ვინც ჩაკვეტაძეში უდიდეს პოტენციალს ვერ ხედავს, ის ფეხბურთის მოდებაში არაა, რა მოძრაობები ბიჭს, რა პლასტიკა აქვს, როგორი სწრაფია, როგორი მახვილგონივრულია, როგორი პასი აქვს, კარში ტყვიასავით და ზუსტად ურტყამს, ამას რომ ვერ შეაფასებს, ისეთთან ფეხბურთზე ნუ იდავებ!
ბ.ბ.
22 თებერვალი 2020 19:07
3
ადამიანისგან , რომელიც წლებია პირდაპირ ეთერში ტოტალიზატორის რეკლამას ეწევა და ხალხს ფსონების დადემისაკენ მოუწოდებს , მეტს რას უნდა ელოდო ? რაც შეეხება ბელგიას , ეგ შენ მეგობარ აგენტებს მოკითხე , ფულის შოვნის მეტი რომ არაფერი აინტერესებთ .
ATP 16
22 თებერვალი 2020 18:14
1
ყველა გამოხმაურება
რუსეთი რაც არის ყველამ ვიცით, მაგრამ ისიც ვიცით, რომ კვარაცხელია და დავიტაშვილი წინ მიდიან, იმ რუსეთში წსორედ,და ბელგიაში კიქვილითაია და ჩაკვეტაძე უკან უკან მოიწევენ.
რამდენიც გინდათ აგინეთ რუსეთს (მეც შემგიერთდებით) მაგრამ რაც ვთქვი ის ფაქტია და კიდევ უფრო ცხადოი ფაქტი იქნება მომავალში.

გინება, რომ საქმეს შველოდეს...
1
22 თებერვალი 2020 17:41
22
"მგლის თავზე სახარება" არის თქვენი ამბავი. თქვენი ევროფილობით ახეხინებენ საკეთესო წლებში სკამს ჩაკვეტაძე-ქვილითაიას. არა და არა! გენტი ჯობიაო და აჰა დატკბით მათი საცოდაობით.

თქვენნაირებმა დააკარგინეს საქაქრელოს ტერიტორიები და კიდევ იგივეს იზამთ თქვენი ურა პატრიოტიზმით. საქმე ეგრე არ კეთდება და უბედურებაც ის არის, რომ ვერც ხვდებით და კიდევ უარესი თუ ხვდებით და მაინც იგივეს ეძალებით.

"გიორგის"
22 თებერვალი 2020 23:09
3
იხელთეს დრო რუსოფილებმა და აქაც რუსეთს გვტენიანმ რა კარგია თურმე რუსეთი ცდილობენ დაგვაჯერონ.


გიორგი
22 თებერვალი 2020 19:10
9
ჩაახედა სიმართლეს თვალებში სალუქვაძემ ბრიქი საზოგადოება დიდი წარმოდგენები რომ გვაქ და ყველაფერზე გადამეტებული შეხედულებები რომლებიც ღუპავს ქართვლ ერს და სპორცმენებსაც ჰალანდმა 65 გოლი გაიტანა ლამის და ბორუსიამ ხელის კანკალით გაიმეტა 20 მილიონი მისთვის და ჩაკვეტაძეს რომელსაც ჯერ არაფერი დაუმტკიცებია საკლუბო ფეხბურთში 25 მილიონს რომ გაიძახიან ჩვენი ბაქი ბუქა სპორტ ჟურნალისტები დიდი ბოდიში მარა პარიკმახელ ანდორელებთან და უდაბნოში ბედუინებთან მობურთალე ყაზახებთან გამოჩენილი რეგალიები ევროპულ ფეხბურთში არაფერს ნიშნავს ღმერთმაც ქნას ეს მასზე და მის შრომაზეა დამოკიდებული როგორ განვითარდება მისი კარიერა და 23 წლის უკვე რომ გახდება მას ტალანტს აღარავინ დაუძახებს 20 წლის არის უკვე და ეხლა უნდა გაიფურჩქნოს და თავი წარმოაჩინოს თორემ 2 წელიწაფში დაგვიანებულიც იქნება და კიდებ ერთი რუსეთის ჩემპიონატში იძირებიან ქართველი ფეხბურთელებიო და ნელგია გაცილებით უარესი აღმოჩნდა მაგ მხრივ ზარანდია ბერიძე ქვილითაია ჩაკვეტაძე დამეთანხმებით ევროპულმა ბელგიის რომელიც გაცილებით დაბალი დონის ლიგაა ვიდრე თუნდაც რუსეთის თურქეთის და ჰოლანდიის ჩემპიონატთან შედარებით (კლუბების ფასებს გადახედეთ) ნამდვილათ ქართველი პერსპექტიული ფეხბურთელების სასაფლაოდ იქცა
Apolon
22 თებერვალი 2020 15:35
6
აპოლონ უდაბნოში მობურთალმა ყაზახეთმა შოტლანდიას 3-0 მოუგო,უნგრეთს ბუდპეშტში 2-0 ასე რომ ყაზახეთი ხელწამოსაკრავი გუნდი სულაც არაა ნუ გიყვართ ყველაფრის გაბაიბურება.
gia jashi
22 თებერვალი 2020 22:44
4
ფეხბურთელს უთამაშებლობა და უნდობლობა კლავს! ვისაც ფეხბურთი ან საერთოდ ნარდის გარდა რამე გითამაშიათ უნდა იცოდეთ, რომ 12-15 წუთი გასახუერებლად და თამაშში ჩასართველად არ არის საკმარისი. თუ არ ათამაშებენ მარტო ვარჯიშით ფორმას ვერ აკრეფს!
aburjga
22 თებერვალი 2020 16:46
2
მე ადრეც დავწერე რომ ამ ეტაპებზე ძირითადში არ ათამაშებდნენ, ალბათ არ არის ჯერ მზად 100% თორე გენტი რომლის პოლიტიკაც არის ფეხბურთელების იაფად ყიდვა და მერე ძვირად გაყიდვა ჩაკვეს ნამდვილად არ დასვამდნენ სკამზე მითუმეტეს რომ ამხელა ფასს ადებენ და იმათ მშვენივრად იციან, რომ თუ არ ათამაშებენ ვერც გაყიდიან თუ ფეხბურთელს არ ექნება შედეგები და არ იქნება სათანადო ფორმაში იმას არავინ იყიდის ,დიდი ალბათობით საჩემპიონო პლეიოფებიდან დააყენებს ძირითადში ბელგიაში საჩემპიონო პლეიოფებია მთავარი იქ წყდება რეალურად ვინ გახდება ჩემპიონი დიდი იმედი მაქვს რომ ჩაკვე ათამაშდება.
გიორგი ნაკაშიძე
22 თებერვალი 2020 15:27
5
ვინც უყურა რომასთან თამაშს ალბათ დამეთანხმება რომ გიორგი ცუდად ნამდვილად არ შემოსულა,ყოველ შემთხვევაში მოედანზე ვინც იყვნენ გენტის შემადგენლობაში მაგათზე ნაკლები არაფრით არ იყო,ჯონათან დევიდზე უფრო მწვავედ უტევდა და იხსნებოდა იმ 15 წუთის მანძილზე,ამ ბიჭს ყავს აგენტები და თვალი გაახილონ ან მოითხოვონ მეტი სათამაშო დრო ან გუნდიდან გაშვება,ასე არ შეიძლება,ყველა მწვრთნელს აქვს თავისი წიკები და ამ შემთხვევაში გენტის მწვრთნელი არაა მთლად კეთილგანწყობილი გიოს მიმართ და ეს გიოს უკლასობასთან და მის უნარეფთან არანაირ კავშირში არაა აქ უფრო ერთი ადამიანის ცოტა არა ადეკვატურ ინდივიდუალურ შეხედულებებთან გვაქ საქმე
Dato
22 თებერვალი 2020 14:56
7
ვეცდები მოკლედ ვთქვა ჩემი აზრი ამ ყველაფერზე:) 1. გიოს ჰქონდა ძალიან მძიმე ტრავმა, რის შემდეგაც უბრუნდება თავის დონეს და თამაშიდან თამაშამდე უმატებს (ყველა თამაშს ვუყურებ და ბურთთან ყველა შეხებას:) 2. გენტი წელს შარშანდელთან შედარებით გუნდია, ბევრად ძლიერია და ბუნებრივია რომ ტრავმის მერე დაბრუნებულ გიოს გაუჭირდა ძირითადში მოხვედრა, არ ვარ იმ აზრზე რომ ტორუპი დებილია ან შეგნებულად ღუპავს, შანსი მიეცემა და თუ გამოიყენებს მისი დონის იგრიკი ძირითადში მოხვდება აუცილებლად. 3. სალუქვაძეს მაქსიმუმ კომენტატორობაში თუ დაეჯერება რამე თორემ საფეხბურთო მენეჯმენტში რაც იყო, დინამოში "დაამტკიცა". 4. "ბელგიაში გვღუპავენ" - ლეგენდაა. ოქრიაშვილი (მიუხედავად იმისა რომ ნაკრებში ჩემი საყვარელი ფეხბურთელია) და ზარანდია არ არიან შრომისმოყვარეობის საუკეთესო მაგალითები. და ბელგიაში ვინ გადაყვება ასეთებს? გიომ, რომელიც პროფესიონალია, უპრობლემოდ გაქაჩა და ბევრად მეტსაც მოახერხებს , ქვილითაიაც მეტნაკლებად თამაშობს, მისი ნიჭის შესაბამისად. 5. მთავარია გიოს ჯანმრთელობა და დანარჩენს ის მარტშიც გააკეთებს და თავის კარიერასაც ააწყობს დარწმუნებული ვარ
Valderrama
22 თებერვალი 2020 22:54
6
სალუქვაძეს გული შესტკივა და მართალსაც ამბობს. ძირითადში თუ არ დააყენე ისე კარგი გუნდი არ იყიდის ფეხბურთელს. ამ ასაკში თუ არ ათამაშეს, მერე შეიძლება ვეღარ ითამაშოს მაღალ დონეზე და გააფუჭებენ გენტში.
gio
22 თებერვალი 2020 15:48
6
ასეთი უაზრო,სულელური სტატია ვერ გავიგე რა კატეგორიის ხალხისთვის არის განკუთვნილი.პესიმისტებისთვის ალბათ.კაცმა ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციას რომ დრო ჭირდება ეს არ იცის? ან სალუქვაძის სურათი რა საჭირო იყო,რომ სხვაში არ შეგვეშალოს?ჯერ ერთმანეთი გააკრიტიკონ და დიქტორობა ისწავლონ წესიერად.სხვების კრიტიკაში ყველა მაგარია.
უიმედობა გვაკლია?
22 თებერვალი 2020 14:49
25
იქნებ იმაზე გაგვეკეთებინა აქცენტი რო თანამედროვე პროფესიონალ ფეხბურთელებს ვერ ვზრდით? შეიძლება გვყავს ტალანტები მაგრამ ისინი ვერცერთი (თითქმის ვერცერთი) ვერ აკმაყოფილებენ ევროპულ დონეს სამწუხაროდ
gulshematkivari
22 თებერვალი 2020 14:45
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული