შვედეთის თასზე თავი ქართველმა შემტევმა გიორგი ხარაიშვილმა გამოიჩინა.
ხარაიშვილის "გეტებორგმა" თასის პირველ ტურში სახლში "ვასტერასს" 2:0 მოუგო, ჩვენებურმა კი ამ მატჩში დუბლი შეასრულა.
თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "გეტებორგი" 29 თებერვალს სტუმრად "სოლენტუნას" შეხვდება.
ხარაიშვილი, პაპუნაშვილი, ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, ქვილითაია... ეს ბიჭები ხომ ყველა დინამოდან წავიდნენ. ერთად რომ ეთამაშათ, ევროპა ლიგის დონეს როგორ ვერ გაქაჩავდნენ