კვიპროსის თასის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩში "ანორთოსისმა" "სალამინა" 2:0 დაამარცხა (პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა) და ნახევარფინალში გავიდა.
ანგარიში სლოვაკმა თავდამსხმელმა მიხალ დურიშმა მე-3 წუთზე გახსნა, 85-ე წუთზე კი თორნიკე ოქრიაშვილმა მეორე გოლი გაიტანა.
მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი შეუცვლელად ათამაშა, ჯანო ანანიძე - სათადარიგო, ხოლო ნიკა კაჭარავა დისკვალიფიცირებული იყო.
1/2-ფინალში "ანორთოსისი" "ომონიას" დაუპირისპირდება - მატჩები 22 და 29 აპრილს გაიმართება.
შეგახსენებთ, ჩემპიონატის გასულ ტურში ქართველების გუნდი "ეთნიკოსთან" 0:5 დამარცხდა, თუმცა მაინც ლიდერია და პირველ მარტს ლარნაკის აეკ-ს შეხვდება.
მაგრამ ის როგორ არის "ოქრის" შემთხვევაში (ძელი რომ არა გოლი იქნებოდა) ხომ გეთახმება ხალხი და "ლორიას" შემთხვევაშიც (ძელი რომ არა გოლი იქნებოდა) არ მეYანხმებიან.
ეს როგორი ლოგიკაა? ა?