ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

დავით ხოჭოლავა: "ვოლფსბურგის" დამარცხება შეგვიძლია

AutoSharing Option
"შახტარმა" ევროპა ლიგაზე "ბენფიკას" ბარიერი გადალახა და 1/8 ფინალში "ვოლფსბურგს" შეხვდება. გერმანულ კლუბთან მომავალი დაპირისპირებების შესახებ "მეშახტეთა" მცველმა დავით ხოჭოლავამ ისაუბრა:

"როდესაც ლისაბონიდან უკან მოვფრინავდით, პილოტმა გამოაცხადა, რომ ჩვენი მომავალი მეტოქე "ვოლფსბურგია". გუნდს არანაირი რეაქცია არ ჰქონია, რადგან ამ ეტაპზე ყველა კლუბი ძლიერია. ვფიქრობ, "ვოლფსბურგის" ძლევა და ტურნირზე ჩვენი გზის გაგრძელება სავსებით შეგვიძლია.

ჯერ ამ გუნდის მატჩები არ გვინახავს. ჩემპიონატის შეხვედრის შემდეგ მის თამაშს დეტალურად შევისწავლით.

ევროპა ლიგაზე რაც შეიძლება შორს გასვლა გვსურს. ჯგუფში ძლიერი მეტოქეები გინდა, პლეი-ოფში კი -
სუსტები".