ევროპა ლიგა. 1/16-ფინალი: ხოჭოლავა "ბენფიკასთან" ბოლოს შევიდა - "შახტარმა" პორტუგალიური ბარიერი გადალახა [VIDEO]

AutoSharing Option
27 თებერვალს ევროპა ლიგის განმეორებითი 1/16-ფინალური 7 მატჩი გაიმართა.

"შახტარს" "ბენფიკასთან" პირველი შეხვედრა 2:1 ჰქონდა მოგებული. მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლები 3:1 დაწინაურდნენ, მაგრამ სტუმრებმა თამაშის გადარჩენა და შემდეგ ეტაპზე გასვლა შეძლეს - 3:3. დონბასური გუნდის მცველი დავით ხოჭოლავა 90+2-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

ლისაბონი. "და ლუში"
ბენფიკა - შახტარი 3:3 (პირველი მატჩი 1:2)
გოლები: 1:0 პიცი (9), 1:1 რუბენ დიასი (12, საკ. კარში), 2:1 რუბენ დიასი (36), 3:1 რაფა სილვა (47), 3:2 სტეპანენკო (49), 3:3 ალან პატრიკი (71)

"აიაქსი"-"ხეტაფე" 2:1
(0:2)

"არსენალი"-"ოლიმპიაკოსი" 1:2 (ძირ. დრო 0:1) (1:0)
სტუმრად გამარჯვების შემდეგ "არსენალი" პირველად გავარდა ევროტურნირებიდან.

"სელტიკი"-"კოპენჰაგენი" 1:3 (1:1)

"ინტერი"-"ლუდოგორეცი" 2:1 (2:0)
ლუკაკუმ ევროლიგის მიჯრით 7 შეხვედრაში დალაშქრა მეტოქის კარი და შირერის რეკორდამდე 1 გოლი უკლია.

"მანჩესტერი"-"ბრიუგე" 5:0 (1:1)
"იუნაიტედმა" 2011 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა ყველაზე დიდი ანგარიშით საშინაო გამარჯვება და ყველა ტურნირზე ზედიზედ 7 მატჩში დაუმარცხებელია - ბურთების შეფარდება 18:1. სოლსკიაერის გუნდმა მიმდინარე სეზონში 15 პენალტი მოიპოვა და მათგან 11 გამოიყენა.

"სევილია"-"კლუჟი" 0:0 (1:1)

"ზალცბურგი"-"აინტრახტი" ქარიშხლის გამო გადაიდო და 28 თებერვალს ჩატარდება (1:4).

მკითხველის კომენტარები / 3 /
бакаки уиуинебс,михвдит албат ром минда асо у мигахведрот ану картули у, машасадаме гадаведит мтаварзе, тохнет бидзико уана ра тквени сакмеа журналистика!-ту ецевит рамес? ар моутаниа магас карги аравиствис!
kaxa
03:54 28-02-2020
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული