"გენტი" კვლავ დამარცხდა - ქართველები ვერაფრით დაეხმარნენ

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონტის 29-ე ტურში "გენტი" საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ "შარლერუასთან" 1:4 დამარცხდა.

"გენტმა" პირველობაზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 55 ქულით მეორე ადგილზეა, "შარლერუა" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება და 15 მარტს სტუმრად "ვაასლანდ-ბევერენს" დაუპირისპირდება.

გიორგი ქვილითაია სასტარტოში იყო და შესვენებაზე ანდერსონ ნიანგბომ შეცვალა, რომელმაც გოლი გაიტანა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე 55-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

გენტი. "გელამკო-არენა"
გენტი - შარლერუა 1:4
გოლები: 0:1 ნიკოლსონი (39), 0:2 ლაიმაჰარიტრა (44, პენ), 0:3 ფალი (57), 1:3 ნიანგბო (59), 1:4 რეზაეი (89, პენ)
გაძევება: მოჰამადი (84, გენტი)
მკითხველის კომენტარები / 24 /
რაც დაბრუნდა უკვე მე 11 თამაშია ველოდები ჩაკვეს გოლს მარა სამწუხაროდ ვერ გააქვს და იმედი მაქვს შემდეგ თამაშში მაინც გაიტანს
გიორგი
08 მარტი 2020 01:06
0
ბენზემას მთელი სეზონი ელოდებიან გილი რო გაიტანონ და დიდი ანბავი ჩაკვეს ვერ გააქვს :=/
რომა
08 მარტი 2020 08:18
5
ძაან დაბალი დონის გუნდია, გუნდელებიდან მხოლოდ ის კანადელი თუ ჩამაშობს ნორმალურად.. შეიძლება ასეთი გუნდის ლიდერობა უნდა უადვილდებოდეს, თუმცა არ გამოსდის ჩაკვეს.. ვუყურებ თამაშს, ცდილობს, მაგრამ რავიცი რა ვთქვა.. ვერ თამაშობს ნორმალურ დონეზე, ხშირად არ იღებს საკუთარ თავზე..
ზუზუ
08 მარტი 2020 01:54
1
მარტო მე მეჩვენება, თუ ტიპს პასს არ აძლევენ?
domenti
08 მარტი 2020 12:07
6
გეჩვენება ნამდვილად და არამარტო შენ
დავით 67
08 მარტი 2020 20:15
0
პასს არ აძლევენ ეს ნაბიჭვრები, როგორ გაიტანს? დროზე აახვიე გიო იქედან, არაა გენტი საშენო გუნდი.
08 მარტი 2020 01:42
13
ჩაკვეტაძე დიდი ვერაფერი. ქვილითაია საერთოდ ფეხბურთელი არაზ.
ვაჟა ზაზაევიჩი
08 მარტი 2020 11:14
16
ჩაკვე რომ საქართველოში დარჩენილიყო და იმ ფარჩაკ გენტში არ წასულიყო ეხლა რაცაა ასე ვერ იქნებოდა? გამაგებინეთ ერთი რა განვითარდა ამ ევროპაში ჩაკვე რო იძახოდით არიქა ევროპაო ეხლა მალე 22 წლის გახდება და თუ ვერ მოუმატა დარჩება მარად პერსპეატიული ესეც თქვენი ნაადერევი და სულწასული საქმე ღმერთმა ნუ ქნას ეს ბიჭი გაფუჭდეს. მარა შანსი დიდია.
zurabi
08 მარტი 2020 10:04
9
ისე ამბობ,თითქოს ვარსკვლავი იყო და ეხლა ჩაქვრა. ყველას ვეკითხები მისი თამაში გინახავთ ვინმეს? მხედველობაში მაქვს ტოპ გუნდებთან. იქნება მე გამოვტოვე და ვერ ვნახე
დავით 67
08 მარტი 2020 16:39
3
სამწუხაროდ დღევანდელ გენტში ისეთი სიტუაციაა, რომ მგონი ოჯიჯა-ოფოე გამიზნულად უკეთებს იგნორირებას ჩაკვეტაძეს. მინიმუმ სამი მომენტი იყო, როცა გიო იხსნებოდა და ბურთს ითხოვდა, ოჯიჯა კი შემოტრიალდა და მარჯვნივ გადაიტანა თამაში, თან უზუსტოდ. ეს აშკარად ჩანდა სხვა თამაშებშიც, როცა ბოლოს გამოდიოდა შეცვლაზე. რაღაც არაა გუნდში სიტუაცია დალაგებული.
emigranti
08 მარტი 2020 13:53
1
მე რაც მახსოვს სულ ეგრეა. ეგ გუნდი კი არა ფეხბურთელების ბაზარია და ფეხბურთელებიც შესაბამისად იქცევიან. უნდათ დაჩრდილონ კონკურენტი რომ სადმე კარგ გუნდში გადავიდნენ თვიტონ. ეგ ხდება. სხვა არაფერი
გიორგი
08 მარტი 2020 16:14
1
დევიდი გყავს ალბათ მხედველობაში
antaress
08 მარტი 2020 14:24
4
ყაზახეთის სურნელი დგას
თენგიზა ლიპარტელიანი
08 მარტი 2020 10:06
12
ეხ ვატყობ მოგვიწევს ევროპაზე ვერ მოხვედრის კორონაზე გადაბრალება.დდდდ
Hhh
08 მარტი 2020 01:21
12
ჩაკვეტაძემ ბოლოს როდის გაიტანა?
lako
08 მარტი 2020 08:56
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული