"გენტი" კვლავ დამარცხდა - ქართველები ვერაფრით დაეხმარნენ

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონტის 29-ე ტურში "გენტი" საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ "შარლერუასთან" 1:4 დამარცხდა.

"გენტმა" პირველობაზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 55 ქულით მეორე ადგილზეა, "შარლერუა" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება და 15 მარტს სტუმრად "ვაასლანდ-ბევერენს" დაუპირისპირდება.

გიორგი ქვილითაია სასტარტოში იყო და შესვენებაზე ანდერსონ ნიანგბომ შეცვალა, რომელმაც გოლი გაიტანა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე 55-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

გენტი. "გელამკო-არენა"
გენტი - შარლერუა 1:4
გოლები: 0:1 ნიკოლსონი (39), 0:2 ლაიმაჰარიტრა (44, პენ), 0:3 ფალი (57), 1:3 ნიანგბო (59), 1:4 რეზაეი (89, პენ)
გაძევება: მოჰამადი (84, გენტი)
მკითხველის კომენტარები / 24 /
რა უბედურებააა, პასს როგორ არ აძლევენ, ეგოისტების გუნდია? / ადრე მახსოვს ზეედორფი არ აძლევდა კალაძეს პასს, აი ნერვები მეხეოდა რო ვუყურებდი, ტრიალდებიდა და , მაინც სხვაგან აკეთებდა პასს, რომც გართულებულიყო სიტუაცია მაინც... ათვალისწუნება იციან ისე გუნდში ხადახან, / გენტის თამაში რამდენჯერაც ვნახე , მგონი არამეგობრული გუნდია...
Vasili
01:00 09-03-2020
0
წაიყვანეთ ეს ჩაკვეტაძეა თუ ვინც არის ვისაც გული შეგტკივათ და ათამაშეთ ქედაში ან ვანის სულორში,ასეთი ფეხბურთელების ადგილი ნაკრებში არ არის,ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები აქვს ნაკრებს
კაკო
23:29 08-03-2020
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული