ოქრიაშვილმა გაიტანა - "ანორთოსისმა" აეკ-თან რევანში აიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის საჩემპიონო ექვსეულის პირველ მატჩში "ანორთოსისმა" ლარნაკის აეკ-ი 3:0 დაამარცხა და გასულ ტურში განცდილი მარცხის (1:2) რევანში აიღო.

ანგარიში ჩრდილომაკედონიელმა თავდამსხმელმა ივან ტრიჩკოვსკიმ გახსნა, რომელმაც წინა შეხვედრაში "ანორთოსისთან" დუბლი შეასრულა, ოღონდ ამჯერად მან გოლი საკუთარ კარში გაიტანა. 51-ე წუთზე საჯარიმოდან მეტოქეს გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაუტანა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მომენტში მეკარემ უხეში შეცდომა დაუშვა. მესამე გოლი კი გორდონ შილდენფელდმა გაიტანა.

გიორგი ლორიამ დ ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს. ოქრიაშვილი და ჯანო ანანიძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. პირველი 81-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე
- 55-ზე. ნიკა კაჭარავა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 70-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.

ფამაგუსტური გუნდი "ომონიასთან" ერთად ლიდერია და 14 მარტს მესამეადგილოსან "აპოელს" შეხვდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 10 /
ოქრალდინიო!!!
ეს ის კაცია რომელიც დაივიწყა ნაკრების ქომაგებმა, თუმცა ყველას გულის სიღრმეში მისი ეიმედება.. მჯერა რომ ის გაგვაოცებს იმაზე მეტად ვიდრე აქამდე გვაოცებდა ნაკრების თამაშის დროს!
ჩორნა
09 მარტი 2020 13:16
1
ჯანოსგან არაფერი გამოვა.
სტატუს ქუო
09 მარტი 2020 09:25
9
იქიდან გამიმდინარე ვის რა სათამაშო დრო რძლევა გუნდში, ვის რა გამოცდილება და კლასი აქვს და ვინ როგორ ფორმაში ამჟამად, ნაკრები მე ასე წარმომიდგებია

მეკარე: ლორია (ამ მაკარიძე)
დაცვა: კაშია, კვერკველია, გრიგალავა, ტაბიძე (კაკაბაძე, ხოჭოლავა)
საყრდენი: კანკავა (აბურჯანია, დაუშვილი)
ცენტრი: გვილია, კიტეიშვილი (კვეკვესკირი, ანანიძე)
ფლანგები: ჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი (ყაზაიშვილი, დავითაშვილი, პაპუნაშვილი, ლობჟანიძე)
შეტევაში: ქვილითაია (კაჭარავა)

პ.ს. არ გამოვრიცხავ ყაზაიშვილს ოქრიაშვილის ნაცვლად დააწყებინოს ფლანგზე ან სულაც თავდასხმაში დააყენოს და ქვილითაია დასვას.

ასევე შესაძლებელია ნახევარდაცვაში კიდევ უფრო დაცვითი ტაქტიკა აირჩიოს და წინ წაწეილი გვილიას ნაცვლად უფრო კვეკვესკირი დაუყენოს კანკავას გვერდით
ნაკრების შემადგენლობა
09 მარტი 2020 01:47
0
შენს 23 კაციან სიას თითქმის მთლიანად ვეთანხმები ერთადერთი შესწორებით: ერთ ნახევარმცველს მოვაკლებდი (უფრო პაპუნაშვილს, რადგან არაა ფორმაში) და მის ნაცვლად თავდასხმაში დავამატებდი ბუდუ ზივზივაძეს
qomagi
09 მარტი 2020 11:32
0
არც დაუშვილი არაა დასაძახებელი, მაგ პოზიციაზეა პარუნაშვილი, გვილია და აბურჯანია, სამივეს 100 პროცენტიანი პრაქტიკა აქვთ, უკეთეს ჩემპში არიან და ფორმაშიც შესაბამისად, კანკავას და კვეკვესკირს რომ თავი დავანებოთ.
vaso
09 მარტი 2020 01:32
3
3 ტური დარჩა იმედია ჩემპიონატს მოიგებენ და ლიგასაც დადებენ
SAKO
08 მარტი 2020 23:58
3
სამი ტური რატომ დარჩა. 6 გუნდი გავიდა საჩემპიონო პლეიოფში და მანდაც ყველას ორჯერ უნდა შეხვდნენ მგონი. პირველი ტური იყო ეს, 9 დარჩა.

12 გუნდი თამაშობს 22 შეხვედრას. შემდეგ იყოფიან 6-6 გუნდად და თამაშობენ კიდევ 10-ს. ჯამში 32-ს წლის განმავლობაში
9 დარჩა
09 მარტი 2020 01:51
0
ჰაერში რო უბრახუნებენ ააა ასე არ ჯობია დაუმიზნე კარს და ეეე ხო ჭამა.
კახა
08 მარტი 2020 22:55
0
მეკარემ ჭამა, ყლაპა და კიდევ რა ეპითეტი არ მოუხდება, მაგრამ თვითონ ოქრიაშვილს რა ქონდა ჩაფიქრებული საინტერესოა - არც კარში დარტყმა იყო ეს და არც ჩაწოდება. ნაკრებში ანართოსისიდან მხოლოდ დაუშვილის გამოძახება შეიძლება (კანკავას თუ დაჭირდა შეცვლა) თუ რამე შედეგის იმედი გვინდა რომ გვქონდეს ბელარუსთან.
???
08 მარტი 2020 22:26
26
ამას ქვია აჭამაო!
გუჯა
08 მარტი 2020 21:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული