ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჯანო ანანიძემ მძიმე ტრავმა მიიღო და ნაკრებს, სავარაუდოდ, ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
ფამაგუსტის "ანორთოსისის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კვიპროსული კლუბისა და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ტრავმა მიიღო.

27 წლის ქართველმა "ანორთოსისის" ვარჯიშის დროს თანაგუნდელთან შეჯახებისას მიიღო ტრავმა. როგორც კლუბის განცხადებაშია ნათქვამი, ჯანოს მუხლის მყესი გაუწყდა და ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დრო დასჭირდება მის გამოჯანმრთელებას.

ფეხბურთელი "ანორთოსისის" ექიმების ყოველდღიური დაკვირვების ქვეშ იქნება და მისი დაბრუნების ვადა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დიდი ალბათობით, ჯანო ანანიძე საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრა(ებ)ში ვერ დაეხმარება.


altქეცბაია: რატომ ვათამაშე ჯანო? - ვიცი მისი შესაძლებლობები და მნიშვნელობა!

ასევე დაგაინტერესებთ