გიორგი მერებაშვილი: პოლონეთში ქუჩები ცარიელია, ხალხი გარეთ გამოსვლას ერიდება, პანიკა კი არ არის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და პლოცკის "ვისლას" შემტევმა გიორგი მერებაშვილმა "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმაუტთან" პოლონეთში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"მოგესალმებით პოლონეთის ქალაქ პლოცკიდან. პირველ დღეებში ქალაქის მოსახლეობაში იყო პანიკა, რაც იმაში გამოიხატა, რომ უამრავი ადამიანი მივიდა პროდუქტების საყიდლად მაღაზიებში.

თუმცა დღითი დღე მდგომარეობა დასტაბილურდა, ხალხი დამშვიდდა და ამ ეტაპზე, ქალაქში არანაირი პანიკა არ არის.

თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ ქუჩები ცარიელია, ყველაფერი დაკეტილია, მხოლოდ აფთიაქები, ბენზინგასამართი სადგურები და სურსათის მაღაზიები მუშაობს.

ახლა მე პლოცკის ძველ უბანში ვიმყოფები
და როგორც ზევით აღვნიშნე, ქუჩები ცარიელია და ხალხი ქალაქში გამოსვლას ერიდება. ისე კი, გადაადგილების მხრივ შეზღუდვები არ არსებობს და თავისუფლად არის მოძრაობა შესაძლებელი.

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მოსახლეობა აუცილებელ ჰიგიენის წესებსა და სხვა მოვალეობებს ზედმიწევნით იცავს. ასევე, დიდ ყურადღებას უთმობენ აუცილებელ დისტანციას სურსათის მაღაზიებში.

რაც შემეხება მე, მე-5 დღეა უკვე თვითიზოლაციაში ვიმყოფები. სამწუხაროდ, ჯერ არ ვიცი, როდის განახლდება ვარჯიშები, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა ყოველდღე გვაწვდის ინფორმაციას, თუ რა უნდა გავაკეთოთ ინდივიდუალური ვარჯიშების კუთხით.

ასევე, შემთხვევით მინდა ვისარგებლო და დიდი პატივისცემა გამოვხატო ექიმებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის ყველაფერს აკეთებენ", - თქვა გიორგი მერებაშვილმა.


მკითხველის კომენტარები / 6 /
E ra chiri gvchirs to
Vaxo
18:42 17-03-2020
0
გიო ჩვენც პლოცკში ვართ..ყველაფერი კარგათ იქნება უფლის წყალობით
გიგა
16:15 17-03-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული