ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი ქვილითაია: რთულია ასეთ დღეებში მარტო ყოფნა, შინ დაბრუნება შეუძლებელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური "გენტის" თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ voetbalkrant.com-თან კომენტარი გააკეთა და თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ძალიან მოსაწყენია, რთულია ამ დღეებში მარტო ყოფნა, სახლიდან შორს.

დროდადრო გიორგი ჩაკვეტაძეს ვხვდები, ერთმანეთს რეგულარულად ვესაუბრებით. ჩემი ოჯახიც საქართველოდან მუდმივად ხაზზეა.

საქართველოში დაბრუნება შეუძლებელია. როგორც სხვა ქვეყნების შემთხვევაში, ჩვენთანაც საზღვრები დაიკეტა", - აღნიშნა გიორგიმ.

ასევე დაგაინტერესებთ