რატომ არ ისურვა ქვილითაიამ რუსულ გუნდში გადასვლა - სიტუაცია აგენტმა განმარტა

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ, რომელსაც "აპოელთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება, "სოჭში" გადასვლაზე უარი განაცხადა. რუსული კლუბი ქვილითაიას წლიურ გასამრჯელოდ 700 ათას ევროს სთავაზობდა. ამის შესახებ РБ Спорт-თან კომენტარი საფეხბურთო აგენტმა ირაკლი ლილუაშვილმა გააკეთა:

"მას "სოჭიმ" წინადადებით მართლა მიმართა. ჩვენ უარი ვთქვით, რადგან სხვა კარგი ვარიანტები არის - ეს ძირითადი მიზეზია. ხელშეკრულების დასრულებას ველით.

მართლა იყო საუბარი წლიურ 700-ათასიან ანაზღაურებაზე? მე ციფრებზე კომენტარის გაკეთება არ მინდა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ძიუბამ მოგიკითხა, შენმა ძმამ და მეგობარმა!
შენ გაიხარე ქვილითაია !!! -ს
14:39 29-01-2024
1
რატომ უარყოფითი შეფასება,შე კაცო? "გაიხაროს ქვილითაიამ"-ო არ მოგეწონა, თუ უკრაინამ გაგაბრაზა ? :)
"ანტილაიქის" ავტორს
01:04 29-01-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული