ვეთამაშე ორივე რონალდოს, რაულს, ანრის, არველაძემ კი გამაოცა - რუსეთის ნაკრების ყოფილი მცველი

AutoSharing Option
"შინიკ იაროსლავის" მთავარმა მწვრთნელმა ვადიმ ევსეევმა, რომელიც მოსკოვური "სპარტაკისა" და "ლოკომოტივის", ასევე, რუსეთის ნაკრების მცველი იყო, ყველაზე ძლიერი ფორვარდები დაასახელა, ვის წინააღმდეგაც უთამაშია და მათ შორის, შოთა არველაძეს შეეხო.

"სანაკრებო შეხვედრებით დავიწყებ და მინდა ვთქვა, რომ შეიძლება ახლა დიდი არაფერი გუნდია, თუმცა ბულგარეთს ერთ დროს ტოპ-ფორვარდები ჰყავდა ბერბატოვისა და პეტროვის სახით.

ასევე ვეთამაშე ახალგაზრდა კრიშტიანო რონალდოს. მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო კარიერა ახალდაწყებული ჰქონდა, ყველა ამბობდა, რომ მომავალი ვარსკვლავი იყო.

თუმცა მთავარი მოწინააღმდეგეები მაინც ევროთასებზე მყავდა. დავუპირისპირდი რონალდოს. ის გენიალური იყო,
არასდროს მინახავს მისი მსგავსი ფორვარდი.

იმ დროისთვის კი უკვე მქონდა გამოცდილება ვარსკვლავების წინააღმდეგ თამაშისა. მახსოვს ამსტერდამის "აიაქსთან" გამართული მატჩები. შოთა არველაძემ ძალიან გამაკვირვა. ის თავდამსხმელისათვის არასტანდარტულ პოზიციაზე თამაშობდა. არველაძე გამთამაშებლის ზონაში მოქმედებდა, შეტევის ზონაში კი ძმები დე ბურები და ოვერმარსი გარბოდნენ. მოკლედ, მაგარი ბიჭების წინააღმდეგ მომიწია თამაში.

ასევე, მახსოვს ალან სმიტი "ლიდსიდან", რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა. ასევე - რაული, რომელიც "მკვლელი" იყო და ერთსა და იმავე პოზიციაზე არასდროს რჩებოდა.

შემდეგ იყვნენ სამუელ ეტო'ო "ბარსელონადან", კრისტიან ვიერი და ალვარო რეკობა "ინტერიდან". ბერგკამპი და ანრი ("არსენალიდან") ყველაზე შეთამაშებული წყვილი იყო. მათ წინააღმდეგ ძალიან რთული გახლდათ.

ყველაზე უცნაური ფორვარდი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია, იან კოლერი იყო. უბრალოდ ვერ ხვდები, როგორ უნდა მისწვდე ორმეტრიან ბიჭს.

მჯერა, რომ ფეხბურთელები ძლიერ მოწინააღმდეგეებთან თამაშით იზრდებიან. ასეთ დროს ყველაფერს დებ, რაც შეგიძლია. მე კი ძალიან გამიმართლა, ვარსკვლავების წინააღმდეგ ბევრი შეხვედრა ჩავატარე", - დაწერა ევსეევმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 70 /
დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდის საუკეთესო თავდამსხმელად მე მაინც ზაზა ჯანაშია მიმაჩნია.
ჯანაშია და აშვეთიას დუეტს რომ მისცემოდა ნაკრებში გასაქანი მივაღწევდით რაღაცას
max
30 აპრილი 2020 14:54
21
მაშინ ქვეყანაში იყო მეგრელ ქართველობანა,რათქმაუნდა ეს ნაკრებშიც იყო,არველაძეები კუთხისტი შოვინისტები იყვნენ და ჯანაშიაშ სოფლელ ბიჭს ეძახდნენ როგორც ხდება ხოლმე ხოლო რაც შეეხება ქეცბაიას,ჭედიას და შელიას ეგეთს ვერავინ გაუბედავდა,ზაზას კიდევ შეაძულეს თავი ვაკკური ყ.......თ
ბაჩი
01 მაისი 2020 14:10
9
შოთა არველაძე არის საქართველოს ყველა დროის საუკეთესო თავდასხმელი. სხვებისგან განსცვავებით მან მარტომ მიაღწია თავის დიდ წარმატებას.ევროსათასო მარტჩებში ყვლა დროის ქართველ თავდასხმელებზე მეტი გოლი აქვს გატანილ! ყველგან ლიდერი იყო სადაც კი უთამაშია! ბურთის ფლობის უზადო ტექნიკითა და ინდივიდუალური ოსტარობით მარტოს შეეძლო გადაეწყვიტა მატჩის ბედი, რაც არაერთხელ გაუკეთებია თავისი კარიერის ბოლომდე, 34 წლის ასაკამდე! რამაზ შენგელიამ კი გაიბრწყინა ვარსკლავებით დაკოპლექტებულ დინამოში!დათო ყიფიანის გუნდიდამ წასვლის შემდეგ, შენგელიას მოედანზე ბევრი არაფერი გამოსდიოდა! აჩრდილი იყო თავისი თავის,1982 წლიდან 1989 წლამდე, მისი კარიერის დასრულებამდე. ეს ხომ ფაქტია!
....
03 იანვარი 2022 16:33
11
შოთა არაველაძე საქართველოს ნაკრების ბომბარდირია, ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი!!! ევროსათასო მატჩებში ყველა დროის ქართველ თავდასხმელზე მეტი გოლი აქვს გატანილი!!! თავდასხმელის თამაში სხვა მეტი როგორ უნდა შეფასდეს???
....
04 იანვარი 2022 04:12
1
ვისი კომენტარის არ უნდა იყოს, აქ რომ დიზლაიკს დაწერ,ფეხბურთს გაგებაში არა ხარ. გასაგებია რომ რამაზ შენგელიამ კარგად ითამაშა გარკვეული პერიოდო, როდესაც დინამოში თამაშობდნენ ვარსკვლავები, მათი გუნდიდან წასვლის შემდეგ კი რამაზ შენგელიას თამაში, შვიდი წლის მანძილზე არ იყო ისეთი როგორც ადრე, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ეს ხომ ფაქტია. აქ საკამათო რა არის??? თქვენ ხართ ფეხბურთელზე ფანატიკურად შეყვარებული, რის გამოც რეალობას სცდებით!!!
....
04 იანვარი 2022 01:46
1
ყველა გამოხმაურება
zaza კიდევ ერთხელ გირჩევ დაკვირვებით წაიკითხო ჩემი ნაწერი და სწორად იმსჯელო და არა ისე როგორც შენ გაწყობს. დინამო რომ დიდი გუნდი იყო ძალიან კარგად ვიცი.აკი ვწერ,ლივერპულიდან დაწყებული ფეიენორდით დამთავრებული ყველა თამაშს ვარ დანასწრები რამაზ შენგელიას მონაწილეობით მეთქი-თბილიიში,დინამოს სტადიონზე!!! შენახული მაქვს,ერთ დღეს შეგხვდები და განახებ ამ მატჩების ბილეთებსა და პროგრამებს.არაფერს ვლაპარაკობ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მატჩებზე ჩემს დასწრებას თბილისის დინამოს მონაწილეობით.ბავშობაში თბილისში მიწევდა ხშირად ყოფნა...ფეხბურთი ძალიან მიყვარდა,თბილისის დინამოს მონაწილეობით ბევრი თამაში მინახავს სტადინის ტრიბუნიდან.1977 წელს დავესწარი ავად გასახსენებელ მატჩს ვოროშილოვგრადის ზარიასთან... შე დალოცვილო,რომ მწერ თუ არ გჯერაო :)) ყველაფერს გარკვევით გწერ და იმის მაგიერ გაიგო თუ ფეხბურთის როგორი გუშემტკივარი ვარ...მე კი არა შენ არ გჯერა,რომ დინამო იყო დიდი გუნდი და ამიტომ ჩანდა ამ გუნდში რამაზ შენგელია,თორემ ისე საშუალო დონის ფეხბურთელი იყო!!! მხოლოდ რამაზ შენგელიაზე მაქვს საუბარი და არა თბილისის დინამოზე!!! გაიგე?
....
07 მაისი 2020 14:28
4
P.S.კარგად დაუკვიდრი! 1983-84 წლებიდან რამაზ შენგელია თბილისის დინამოს შემორჩა 1989 წლამდე.თენგიზ სულაქველიძესთან ერთად.თენგიზს ხშირად საბჭოთა კავშირის ნაკრებში იწვევდნენ,რამაზ შენგელია კი თბილისის დინამოშიც კი აღარ სჩანდა.აი ზუსტად ეს არის ჩემი სიტყვების დამადასტურებელი,რომ დიდი დინამოში კარგად გამოსდიოდა თამაში,მაგრამ როცა ძლიერი გუნდი დაიშალა,რამაზ შენგელია აღარაფრის მაქნისი იყო!
ღრმად ვარ დარწმუნებული,შოთა არველაძეს რომ 1981 წლის თბილისის დინამოში ეთამაშა, რამაზ შენგელიაზე მეტ სახელს მოიხვეჭდა!
....
07 მაისი 2020 15:19
6
ცხონებული რამაზის დონემდე შოთი კი არა ბარე ორი ვერ მივა
BOSS
22 მაისი 2020 16:06
4
დავით 67 .I. -თავდამსხმელის მიერ ბევრი გოლის გატანა არ ნიშნავს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელობას??? :)))
-აქ დავამთავრე შენთან საუბარი...
....
04 იანვარი 2022 10:21
4
....-ს! ძალიან კარგი თუ დაამთავრე! სამწუხაროა ის რომ რას ვწერ იმას ვერ იგებ! უამრავი მიზეზი ჩამოგითვალე თუ რატომ ვერ იქნება ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, შენ მაინც შენსას აწვები. დიახ ბატონო ბევრი გოლის გატანა საუკეთესო ბომბარდირობას ნიშნავს,მაგრამ არა საუკეთესო ფეხბურთელობას! ამას ათასჯერ გაგიმეორებ და უმეტესობა დამეთანხმება ,თანაც დიდი "ატრივით ".შენი ლოგიკით საუკეთესო ფეხბურთელად( ყველა დროის) მიროსლავ კლოზე უნდა აღიარონ გერმანიაში, რადგან მას ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, თანაც მუნდიალზე. ასევე საფრანგეთში ფონტენი არა?რის ზიდანი,რა პლატინი არა? მოკლედ ნურა შეწუხდები რა კომენტარისთვის!
დავით 67
05 იანვარი 2022 01:18
1
რავა ტყვილად ვწერე. :) საუკეთესო თავდამსხმელებზეა საუბარი და რა ფეხბურთელზე!!! მაგასაც გეტყვი თუ გინდა? ოღონდ არ გამლანძღო.:)
....
04 იანვარი 2022 11:03
1
ყველა გამოხმაურება
Shoti sauketesoa damoukidebel saqartveloshi. Magram shotis da shengelias shedareba ar sheidzleba. Shotis ar utamashia iseti kalibris gundshi rogoric imdroindeli dinamo iyo. Ar gegonot rom shotis winaaghmdegi var piriqit qartveli fexburtelebidan yvelaze metad miyvars magram faqtia ver gaqacha umaghles donemde.
Shoti
03 იანვარი 2022 12:35
6
პირიქით, შაოთა არველაძემ მარტომ მიაღწია თავის ყველა წარმატებას! რამაზ შენგელიამ კი გაიბრწყინა ვარსკლავებით დაკოპლექტებულ დინამოში!დათო ყიფიანის გუნდიდამ წასვლის შემდეგ შენგელიას მოედანზე ბევრი არაფერი გამოსდიოდა! აჩრდილი იყო თავისი თავის,1982 წლიდან 1989 წლამდე, მისი კარიერის დასრულებამდე.
....
03 იანვარი 2022 15:48
6
დავით 67-შე მართლა ფეხბურთის უვიცო-საუკეთესოდ ჯერ შენგელიას ასახელებ
შემდეგ ბლიხინს და ბოლოს შევჩენკოს??? :)))
.... 64
23 მაისი 2020 08:17
3
შოთა არველაძეს 32 წლის ასაკში ცოტა დააკლდა აზ ალკმართან ერთად,რომ ჰოლანდიის ჩემპიონი გამხდარიყო.აღსნიშნავია,რომ ამ გუნდში ის მოთამაშე მრწვთნელის როლს ასრულებდა,კიდევ ერთხელ ვიმეორებ 32 წლის ასაკშიც კი მოახერხა ამხელა წარმატების მიღწევას ჰოლანდიის ჩემპიონატში,სადაც ძალიან ძლიერები იყვნენ პსვ ეინდჰოვენი და ფეიენორდი და რომ ამ ქვეყნის ჩემპიონატი დონით რუსეთისას არ ჩამოუვარდებოდა!
....
07 მაისი 2020 21:53
1
P.S.2005 წელს,შოთა არველაძე გლაზგო რეიჯერსიდან ბოლო ათწლეულების ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელის სტატუსით გადავიდა აზ ალკმარში.მიუხედავად 32 წლის ასაკისა,რაც ფეხბურთელისთვის,განსაკუთრებით კი თავდასხმელისთვის სახელის მოსახვეჭად ითვლება წარმოუდგენლად მძიმე პერიოდად,მაგრამ შოთა არველაძისთვის ხელი არაფერს შეუშლია ამ ასაკში საბრძოლველად აენთო აზ ალკმარი.შოთას წელიწადში ორი ათეული გოლი გაჰქონდა, ხოლო ერთი მათგანი - შემობრუნებით გიჟური დარტყმით გატანილი - აღიარებულ იქნა აზ ალკმარის საუკეთესო გოლად 2006/07 წლების სეზონში,მისი 34 წლის ასაკში!
....
08 მაისი 2020 00:33
0
სხვაგან შეიძლება ბრწყინავდა, მაგრამ ნაკრებში იყო "მაზილა".
ასა
03 იანვარი 2022 21:07
6
დამშვიდდით, საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ფორვარდი იყო არა შენგელია, ან არველაძე არამედ ბორის პაიჭაძე.
შაკო
04 იანვარი 2022 12:16
2
შაკო - 1990 წლებში ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპი ამბობდა (თბილსის დინამოს მწრვთნელი, შემდგომ საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა) ქართყველებს მენტალიტეტი არ გივარგათო.ძნელია არ დაეთანხმო... მსოფლიოს საფეხბურთო ქვეყნებში თავდასხმელებს აფასებენ მისი გატანილი გოლების რაოდენობით და არა კაი კაცობით!!! არ გვინდა საბჭოთა მენტალიტეტის გამოვლინება, ქვეყანაში კერპთაყვანისცემლობის დანერგვა !!!
....
04 იანვარი 2022 18:42
1
ქართული ფეხბურთის ფანი ყოფილხარ თურმე :)) ალბათ ქართულის ნაცვლად გინდოდა დაგეწერა რუსული. რუსეთთან რომ არცერთი თამაში არ ითამაშა არველაძემ და ერთი თამაშის დაწყებამდე საერთოდ რომ გაიქცა საქართველოდან გეცოდინება ალბათ!
ზვიადი
04 იანვარი 2022 04:17
1
ზვიადი - ფაქტი ჯიუტი რამეა, მაგრამ ვერ გამიგია თქვენ რატომ ჯიუტობთ! გარკვევით ვწერ (ვინ წერს არ აქვს მნიშვნელობა), შოთა არაველაძე საქართველოს ნაკრების ბომბარდირია, ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. ევროსათასო მატჩებში ყველა დროის ქართველ თავდასხმელზე მეტი გოლი აქვს გატანილი. თავდასხმელის თამაში სხვა მეტად როგორ უნდა შეფასდეს??? დალოცვილებო, დაწყევლილები ხომ არა ხართ - არც იცოდე და არც სხვისი გესმოდესო???

....
04 იანვარი 2022 05:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული