"უფას" მწვრთნელი: სსრკ-ში ბევრი კარგი და ცუდი იყო, ბავშვები კი კომუნიზმში ცხოვრობდნენ

AutoSharing Option
რუსული პრემიერლიგის კლუბ "უფასა" და საქართველოს ნაკრების მცველ ჯიმი ტაბიძის მწვრთნელი ვადიმ ევსეევი დღეს, 22 აპრილს, ვლადიმერ ლენინის დაბადების დღესა და საბჭოთა კავშირს "ინსტაგრამზე" გამოეხმაურა.

"22 აპრილი, ეს ხომ ლენინის დაბადების დღეა. ავტომატურად გამახსენდა, როცა კალენდარზე რიცხვი დავინახე. შემდეგ კი დავიყვირე: "მრგვალი თარიღი, 150 წელი".

გამოქვეყნებულ ფოტოზე სერიოზული, საბჭოთა პიონერი ვარ. შემიძლია დავიკვეხნო, რომ მასწავლებლებთან არანაირი პრობლემა არ მქონია. სკოლა კი ძალიან კარგად მახსოვს, მწვანე რვეულები, რომლების უკანა გვერდზეც სსრკ-ის ჰიმნი ეწერა. ღია ფერის მერხები. აბრეშუმის წითელი ყელსახვევი. და ყველგან
ვლადიმერ ილიას ძე ლენინი.

ჩემი ქალიშვილი კი სხვა ცხოვრებაში გაიზარდა, ლენინის გარეშე. საერთოდაც, დიდი ხანი არ გამხსენებია. მაშინ კი სულ ჩვენთნ იყო. ჩემს კლასელს დაფიცების ეშინოდა, რადგან ელოდა, რომ ბაბუა ლენინი გაიგონებდა, გაბრაზდებოდა. მისი ყველას გვჯეროდა.

სსრკ-ში ბევრი განსხვავებული რამ ხდებოდა, კარგი და ცუდიც. თუმცა მაშინ ბავშვები კომუნიზმში ცხოვრობდნენ.  წრეები, სექციები, სასწავლო მასალები - ყველაფერი უფასო იყო. მშობლებისთვის, ბუნებრივია, ყველაფერი ყოველთვის მარტივად არ იყო, თუმცა მაშინ ამაზე არავინ ფიქრობდა", - დაწერა ევსეევმა "ინსტაგრამზე".

მკითხველის კომენტარები / 5 /
მშიერი და ჭირიანი ვერ გააკეთებდა იმდენს რაც ომის შემდეგ გაკეთდა ეგარი დემაგოგია მასონური ნარატივი აქ სახელმწიფო გახლდა თვითკმარი ყველა ერთ საქმეს აკეთებდა თორე მშიერი და დავარდნილი როდის იყო ქჳეჸანას აშენებდა მილინობით ადამიანზეა საუბარი იცოდენ რატო აკეთებდენ და რისთვის მაგრამ სტალინი კიარა ლენინზეა აქ საუბარი რომელიც იყო ინტერნაციონალისტი ძულდა ეკლესია და ნაციონალიზმის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგი იყო და არც რუსი ერი ეხატებოდა გულზე პროლეტარიატის დიქტატურა მთელ მსოფლიოში ეგიყო მისი მთავარი დევიზი უფრო ტროცკი იყო მისი მიმდევარი.სტალინი კიდე იყო ძლიერი მმართველი გენიოსი და ამავე დროს ზოგჯერ ზედმეტადაც მკაცრი სულსხვაგზის და სისტემის მიმდევარი იყო დიპლომატიაში ბჺდალი არ ყაჳდა სსრკამ დაშლა სწორედ მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო და არა90 იანებში მისმა დანატოვარმა ინერციით გაძლო ცოტა ხანი კიდე.
zaza
18:50 23-04-2020
5
ეხლაც მაგ გიმნი აქვთ, ისევ იმას ყარაულობენ მავზოლეუმში,ისევ სხვისი ტერიტორიებისკენ იწევენ და რაუნდა გაგიკვირდეს საერთოდ!!!
Luka
13:05 23-04-2020
1

სიახლეები პოპულარული