ვაჩიბერაძის კლუბი "მანჩესტერ სიტის" მფლობელმა შეიძინა - ბექას ზინჩენკოსთან ერთად თამაში უნდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მფლობელის, შეიხ მანსურის კომპანია City Football Group-მა გაკოტრების პირას მყოფი ბელგიის მეორე დივიზიონის "ლომელი" შეიძინა, რომლის ღირსებასაც ნახევარმცველი ბექა ვაჩიბერაძე იცავს.

24 წლის ვაჩიბერაძე კლუბში სერიოზული ინვესტორის მისვლას გამოეხმაურა:

"ამ სიახლემ გამახარა. ახლა მიზნად პირველ ლიგაში გადასვლას დაგვისახავენ. ამოცანები მაქსიმალური იქნება და ეს ძალიან კარგია.

როგორც კი ეს ამბავი გავიგე, მაშინვე ალეკსანდრ ზინჩენკოს დავურეკე, მაგრამ მან არაფერი იცოდა.

რამდენიმე დღის შემდეგ ზინჩენკომ მომწერა, რომ "სიტიმ" "ლომელი" შეიძინა. მინდა მასთან ერთ მოედანზე ვითამაშო", - ციტირებს ვაჩიბერაძეს ua-football-ი.

"ლომელი" ვადამდე
დასრულებულ ჩემპიონატში მე-6 ადგილზე გავიდა, ვაჩიბერაძემ კი 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ვაჩიბერაძე "შახტარის" დუბლებში 2012-2015 წლებში თამაშობდა, ხოლო ზინჩენკო 2010-2014 წლებში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ბავშვი მოატყუეს მაშინ როცა უარი ათქმევინეს უკრაინის ნაკრებში 21 წლამდელთა თამაშზე მახსოვს როგორი გაბრაზებულიბი იყვნენ თურმე ფიფა უფლებას არ აძლევს ბავშვს კარიერა დაანგრიეს დღეს კი საქმეში ჩაუხედავი საყვედურობს

ბორია
16:47 23-07-2020
0
Мечтать не вредно...ჯერ უკრაინის ნაკრებში უნდოდა თამაში,ახლა ზინჩენკოსთან. ისე ზინჩენკოს თუ გადმოიყვანენ მანდ(რაც შეუძლებელია),თორე როგორც შენ ყურებს ვერ ნახავ ვერასოდეს,ისე სიტიში შენ არ გადაგიყვანს არავინ.წარმატებები,შენ კი თქვი თავის დროზე სამშობლოზე,მაგრამ მაინც ჩვენი ხარ.
Jordan Beli
09:32 21-05-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული