თურქული A Sports-ის კომენტატორ ჰალდუნ დომაჯის ინფორმაციით, სტამბულის "ფენერბახჩე" საქართველოს ნაკრებისა და გრაცის "შტურმის" ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილით არის დაინტერესებული და მასში გუნდის მომავალ 10-ნომერს ხედავს.
"ფენერს" მაქს კრუზეს ჩანაცვლება უნდოდა და ფეხბურთელის ძებნა დაიწყო. fotomac.com.tr-ის ცნობით, თურქები არჩილ არველაძეს დაუკავშირდნენ, რომელმაც კიტეიშვილი კარგად დაახასიათა. ამის შემდეგ კლუბმა ოთარზე ინფორმაცია მოიძია და იმდენად კარგი რეპორტი მიიღო, რომ მოლაპარაკებების დაწყებას მალე გეგმავს.
საიტი წერს, რომ კიტეიშვილს "შტურმთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. მას როგორც 8, ისე 10 ნომრის პოზიციებზე შეუძლია თამაში და ყურადღებას
ორივე ფეხით კარგი თამაშით იპყრობს.
ასევე, გამოცემა აღნიშნავს, რომ კიტეიშვილის შეძენა "ფენერბახჩეს" ძალიან იაფად შეუძლია და მისი სატრანსფერო ფასი მხოლოდ 1,5 მილიონი ევრო გახლავთ.
საბა ლობჟანიძე ბოლოადგილოსან მაჩანჩალა ანკარაგუჯუში სკამზეა.
შენგელია? შეცვლებზე 10 წუთი შემოყავთ. ისიც სუსტ კონიასპორში.
ფენერბახჩეში უცხოელი ათი თავით ძლიერი უნდა იყოს რომ ძირითადში რეგულარულად ათამაშონ. კიტეიშვილი კიდე მასე მაღალი კლასის არაა. ასე რომ, დაეტიოს სადაცაა და ითამაშოს. წავა ფენერბახჩეში და დაჯდება კიდეც სკამზე.