ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ლოკოს" გენდირექტორი: ჯუღელმა კვარაცხელიას ტრანსფერის საქმეში მოგვატყუა, ახლაც განვიცდი მის დაკარგვას

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" გენერალურმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემ რუსულ გამოცემა "სპორტ ექსპრესთან" საუბრისას ხვიჩა კვარაცხელია გაიხსენა და ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა.

თქვენ აკადემია გაიხსენეთ. ახლა ხომ აღარაა ისეთი სიტუაცია, რომ მაგალითად, კოკორინის მსგავსი ახალგაზრდა მოთამაშე "მოგტაცონ"?
- როგორ შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი რამ შეუძლებელია? ცოტა ხნის წინ კვარაცხელია წაიყვანეს. დღემდე განვიცდი მის დაკარგვას. ბრწყინვალე ფეხბურთელია, ნამდვილი მებრძოლი. მძიმე გაკვეთილი იყო, თუმცა უკვე ჭკუა ვისწავლე.

რისი გაკვეთილი, რას გულისხმობთ?
- იმისა, თუ როგორ უნდა ვიმუშაო აგენტებთან.

ეს როგორ?
- ყველაფერი წამიერად უნდა დააფიქსირო. მოილაპარაკე? მაშინვე ყველაფერი ქაღალდზე
უნდა გააფორმო. მსოფლიოში სატელევიზიო უფლებების სფეროში ხელის ჩამორთმევით მიღწეულ შეთანხმებას ვერ დაარღვევ - წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ, ბიზნესიდან მოგისვრიან.

ზოგჯერ შეუძლებელია გარიგების სწრაფად გაფორმება, სხვადასხვა პირობაზე შეთანხმება გვიწევს. ფეხბურთში კი ყველაფერი სხვანაირად არის.

შეიძლება ითქვას, რომ აგენტმა მოგატყუათ?
- დიახ. ჩვენ წინასწარი შეთანხმება გვქონდა, რომელიც უცებ, ხვიჩას მოქმედი იჯარის დასრულებამდე 5 დღით ადრე შეიცვალა.

ერთხელ აგენტი კიევის "დინამოს" ჯანო ანანიძის ტრანსფერზე შეუთანხმდა, თუმცა ის მოსკოვის "სპარტაკში" წამოიყვანა. ახლა იმ აგენტს "დინამოს" სიახლოვეს კი არა, კიევშიც არ უშვებენ...
- კვარაცხელიას აგენტთან დაკავშირებით ზუსტად იგივეა. "ლოკომოტივს" ვეღარ გაეკარება. ეს ჩვენთვის ზედმეტად ძვირფასი შეცდომა იყო - თუმცა მომავალში კიდევ უფრო სერიოზულ შეცდომებს ავარიდებთ თავს.

2019 წლის თებერვალში 17 წლის ხვიჩა კვარაცხელია "რუსთავიდან" "ლოკომოტივში" იჯარის წესით გადავიდა. მარტში კი პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა და 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც რუსეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშა.

ივლისში კი ქართველი ფეხბურთელი ყაზანის "რუბინში" აღმოჩნდა და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გასულ ტურში, "ურალთან" ულამაზესი გოლი გაიტანა და არანაკლები საგოლე გადაცემა გააკეთა. ხვიჩა კვარაცხელიას ინტერესებს კი აგენტი მამუკა ჯუღელი იცავს.

ასევე დაგაინტერესებთ