"გეტებორგს" ხარაიშვილის გაყიდვა უწევს - სატრანსფერო ფასიც ცნობილია

AutoSharing Option
შვედური და დანიური სპორტული გამოცემების მიხედვით, "გეტებორგს" კორონავირუსის პანდემიის შედეგად სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა და მზად არის გუნდის ორი საუკეთესო ფეხბურთელი გაყიდოს, მათ შორის, ქართველი გიორგი ხარაიშვილი.

წყაროთა ცნობით, შვედური კლუბი 19 წლის ნიგერიელი საყრდენი ნახევარმცველის, ალჰასან იუსუფის გაყიდვასაც გეგმავს, რომლის სანაცვლოდ "გეტებორგს", დაახლოებით, 2 მილიონი ევროს მიღება სურს, ხოლო გიორგი ხარაიშვილში კი ამ თანხის ნახევარს ელოდება.

23 წლის გიორგი ხარაიშვილი "გეტებორგში" 2018 წელს "საბურთალოდან" გადაბარგდა 300 000 ევროს სანაცვლოდ. ქართველმა შვედეთის უმაღლეს ლიგაში 55 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი
გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რა მაგარი კომენტარებია უნდა ნახოთ უბრალოდ რა :D :D დავწერე რომ უნდა გადავიდეს საუკეთესო 4 ჩემპიონატიდან რომელიმეში და უცბად რამდენი თურქეთის ჩემპიონატის ფანი გვყოლია საქართველოში. თქვენ კიტეიშვილის სტატიაზე უნდა ნახოთ, თურქულ საიტზე გეგონებათ თავი. სიტყვაზე აქედან აინტრახტში გადავიდა, უფრო კაი არაა? გერმანიის უძლიერეს ჩემმპიონატს მიეჩვევა და ვინ იცის იქ ლიდწრი რომ გახდება, უკეთეს ლიგაში გადავიდეს ეგებ. ამის უნარი შეწევთ გიოსაც და ოთოსაც. რაც შეეხება იმას რომ ჩვენ ბევრად უკან ვართ საკლუბო დონეზე ვუდრე თურქები, ეს ფინანსების ბრალია. რაც მანდ იდება იმის მეექვსედი მოგვცა, ჩვენ მაგათზე ძლიერიკლუბები გვეყოლებოდა. მე არ ვადარებ თურქეთს საქართველოს ჩემპიონატს ანდა საიდან მოიტანეს რო ვადარებდი. ცოტათი პატარა პრიჩინაც ჰინდათ და იტყვით ყველაზე მაგარი ჩემპიონატი გვაქვსო. არ მაინტერესებს რა. მე ჩემი საუკეთესო სპორტსმენები საუკეთესო ქვეყნებისთვის მინდა და არა თურქეთისთვის საიდანაც თავის დაღწევა ისეთივე რთულია როგორც რუსეთიდან ან ყაზახეთიდან . რადგან იქ ზედმეტად ბევრ ფულს იღებენ და მერე კიდიათ ფეხბურთი. გაიგეთ ობიექტურებო და ათოსნებო? :) :)
კდჯრკკე
27 ივნისი 2020 17:02
0
ნეტა ფენერი,ბეშიქფაში და გალათასარაის დონის ფეხბურთელები მოგვცა,რა აქვს თურქეთის ლიგას თქვანი დასაწუნი თქვე ოროსნებო?სად გადადის ხარაი?
ბაჩი
27 ივნისი 2020 10:16
0
გიოტებორგი არის სუსტი ჩემპიონატის საშუალო გუნდი. ინგლიში ,იტალია ,ესპანეთი , გერმანია , საფრანგეთი ეს ტოპ 5 მერე მოდის თურქეთი და თურქების მერეა ჰოლანდიაც ბელგიაც და პორტუგალიაც . და საერთოდ ვკაიფობ იმაზე თურქებს ქართველები ცინიკურად რო მოიხსენიებს , გუგუნებს ქვეყანა და სრული ზეიმია ყოველ შაბათ კვირა ჩემპიონატის მატჩებზე
Gia
27 ივნისი 2020 01:10
5
ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ ვინც აქ კომენტარებს აკეთებს, ცოტა სუბიექტურია, ვინაიდან არა გვყავს ჩვენ იმ კლასის ფეხბურთელები, რომლებსაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატების გუნდები წაიყვანენ. თურქეთის ლიგას კიდევ არაფერი დასაწუნი არა სჭირს. ყოველ შემთხვევაში შვედეთს ნამდვილად სჯობია.
შალვა
26 ივნისი 2020 18:51
6
აქაც თურქები თუ არ აღმოცენდებიან აგერ ნახავთ. ყახახები და რუსები არ გვაკლდნენ ახლა ესენი კიდე... თავისუფლად შეუძლია საუკეთესო 4 ტოპ ლიგაში თავის დამკვიდრება და მგონი იმ ასაკშიც შედის თავისი სიტყვა რომ თქვას. იმედია გიორგი გონებას გამოიჩენს როგორც ადრე. წარრმატებები
კდჰდჰ
26 ივნისი 2020 18:40
11
და ვინ ამბობს ამას ქართველი ??? :) საქართველოს ჩემპიონატის დონეს თურქეთში ქუჩურ ფეხვურთს რო თამაშობენ იქ აჩვენებენ, და მაყურებლებიც მეტი ყა თ სამოყვარულო გუნდებს ვიდრე დინამოს თამაშზე, თურქების გუნდები გრანდებს ტოლ სწორად ეთამაშებიან , 4 _ 5 წლის წინ რეალი და მანჩესტერი აქვსთ განაფარჩაკები , სტადიონზე რო დავდივარ მო... ნ კამპ ნოუ ისეთი გარემოა , ფული არის დაფინანსება აქვთ ,ჩემპიონთა და ევროპა ლიგაზე მუდამ გამოდიან , ასე რო ქართველი თურქეთის გრანდში ან საშუალო დონის გუნდში თუ მოხვდა , მითუმეტეს გოტებორგიდან , ჩათვალეთ ოცნება აუხდა დიდი ფეხბურთის თამაშის პერსპექტივით. თუ საიმში არ ხართ , არ დაწეროთ ვინც არიცის და მართლა აინტერესებს ისიც ნუშეგყავთ შეცდომაში.
ემირ
26 ივნისი 2020 22:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული