ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჯიმი ტაბიძე "უფას" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

AutoSharing Option
ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა რუსულმა გამოცემა sports.ru-მ რუსეთის პრემიერლიგა შეაჯამა და ჯიმი ტაბიძე "უფას" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

აი, რას წერს საიტი ქართველი მცველის შესახებ:

"უფას საუკეთესო ფეხბურთელი - ჯიმი ტაბიძე, 25 მატჩი, 1 გოლი, 1 საგოლე გადაცემა.

გუნდის დაცვის ლიდერად ნედელჩარული ითვლებოდა, თუმცა მატჩები გამოტოვა, მისმა პარტნიორებმა კი წინ ხარისხიანი ნაბიჯი გადადგეს.

განსაკუთრებით სასიხარულო ქართველის პროგრესია - ტაბიძეს ყოველთვის კარგი მონაცემები ჰქონდა, თუმცა სულელური ინდივიდუალური შეცდომები და ტრავმები გახსნაში ხელს უშლიდა.

ტაბიძე მაყურებლის ყურადღებას თავდაჯერებული თამაშით იპყრობს და თანაბრად კარგია
როგორც ჰაერში, ისე მიწაზე. ჯიმის ძალიან პროგრესული სეზონი გამოუვიდა."

ტეგები: