კიკნაძე კვირკველიას "როტორში" გაბრწყინებას ელის

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ კიკნაძემ საბა კვირკველიას "როტორში" იჯარით გაშვებაზე კომენტარი championat-თან გააკეთა.

"კვირკველია? იმედი გვაქვს, რომ ის ჩვენთან კიდევ დაბრუნდება. ჩვენ საიჯარო ხელშეკრულების პუნქტის მიხედვით მისი დაბრუნება შეგვიძლია. მე უბრალოდ მესმოდა, რომ სკამზე ჯდომა მოუწევდა, პრაქტიკა კი მნიშვნელოვანია. გაიბრწყინებს - შესანიშნავია.

მან ჩვენთვის ბევრი გააკეთა, ბევრი გაიღო. თუ შეძლებს დაამტკიცოს, რომ ის დაბრუნდა, მაშინ... პრაქტიკა კი საჭიროა".

კვირკველია "ლოკოში" 2017 წლიდან თამაშობდა, გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, კონტრაქტით კი "რკინიგზულ" კლუბთან გაისამდეა დაკავშირებული.

მკითხველის კომენტარები / 9 /
პრემიერ ლიგის შანსი როდესაც გამოჩნდა მსინვე უნდა წასულიყო. ეხლა კიდევ როტორში თუ ვენტილატორში მოუწევს თამაში. სამწუხაროა....
ვანო
11:56 25-08-2020
0
ასე მგონია ეს ზაზა თვითონ სპორტალოს კაცია ისე წერს კომენტარებს და თან დაგვცინის არახარ შენ მართალი კაცი ეგ იცოდე საბას კიარა უმაღლესი დონის მცველებს უშვებენ გუნდიდან თავიანთი ახირების გამო და ნუ შევქმნით ტრაგედიას აქედან გეყოფათ იქაც მაგრათ შეუბერავს
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული