ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ალმერიამ" მაკარიძეს ორსეზონიანი ხელშეკრულება გაუფორმა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 30 წლის მეკარე გიორგი მაკარიძე (სიმაღლე 195 სმ) "ალმერიას" ფეხბურთელი გახდა, - ამის თაობაზე ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა გაავრცელა.

"ალმერიამ" ქართველ გოლკიპერს ორსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა და მასზე დიდ იმედებს ამყარებს.

კლუბის საიტი გულშემატკივრებს აცნობებს, რომ გიორგი გამოცდილი და საიმედო მეკარეა, თავისუფალი აგენტის სტატუსით იყო და გუნდის კიდევ 8 ახალწვეულთან ერთად მორიგ სეზონს დიდი იმედებით ხვდებიან.

"ალმერიას" ხელმძღვანელობას ახალწვეულებით მომავალ სეზონში ლა ლიგაში გადასვლის იმედი აქვს.