ლა ლიგის მეათე ტურში "ჟირონამ" საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი "ალმერია" 5:2 დაამარცხა.
სტუმრები თავიდან ლეო ბაპტისტაოს დუბლით 2:0 დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ მასპინძლებმა ხუთი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს. დუბლი უკრაინელმა თავდამსხმელმა არტიომ დოვბიკმა შეასრულა.
"ჟირონა" "რეალთან" ერთად ლიდერია და 27 ოქტომბერს "სელტას" უმასპინძლებს.
ჟირონა. "მონტილივი"
ჟირონა - ალმერია 5:2
გოლები: 0:1 ბაპტასტაო (2), 0:2 ბაპტისტაო (24), 1:2 მარტინი (37), 2:2 დოვბიკი (39), 3:2 დოვბიკი (39), 4:2 სავიო (71), 5:2 სტუანი (85)