Diario de Almería-ს ცნობით, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე მალე ესპანეთის სეგუნდადივიზიონის "ალმერიაში" გადავა.
გამოცემის მტკიცებით, მაკარიძის ტრანსფერი გუნდიდან რენე რომანის წასვლამ დააჩქარა და ქართველი გოლკიპერი უკვე დაემშვიდობა "ვიტორიაში" აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელებს. "ალმერია" მაკარიძესთან ხელშეკრულების გაფორმებას მალე ოფიციალურად გამოაცხადებს.
ამ კლუბმა აგრეთვე "სარაგოსასგან" 7.5 მილიონ ევროდ შეიძინა ნახევარმცველი რაულ გუტი, კიდევ 7 ფეხბურთელს დაიმატებს და ახალ სეზონში განახლებული გუნდით ითამაშებს.
სეგუნდაში "ალმერიას" პირველი ორი მატჩი გადაიდო, შემდეგი შეხვედრა კი 27 სექტემბერს სტუმრად "ლუგოსთან" უწევს და შეიძლება მაკარიძის დებიუტიც შედგეს.