ბუდუმ "ფეჰერვარში" პირველი გოლი გაიტანა - მისი გუნდი გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში ბუდუ ზივზივაძის ახალმა გუნდმა, "ფეჰერვარმა" საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა "პუშკაში".

ქართველი თავდამსხმელი მწვრთნელმა 79-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო და ამის შემდეგ მოახერხეს მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება.

84-ე წუთზე უკრაინელმა ნახევარმცველმა ივან პეტრიაკმა "ფეჰერვარი" დააწინაურა, ხოლო 90+1-ე წუთზე ბუდუმაც დალაშქრა მეტოქის კარი. მან მცველი ჩამოიცილა და 14 მეტრიდან გაიტანა.

ზივზივაძე "ფეჰერვარში" ზაფხულში "მეზეკოვეშდიდან" გადავიდა და ახალ გუნდში პირველად გაიტანა.

"ფეჰერვარი" 8 ქულით ჯერჯერობით ლიდერია და 27 სექტემბერს გასვლაზე "კიშვარდას" შეხვდება, იქამდე კი 17 სექტემბერს ევროპა
ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტაში "ჰიბერნიანსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ კაცმა რით ვერ დაიმსახურა ერთი შანსი ??მგონია რომ შეუცვლელი თავდამსხმელი იქნება ნაკრებში , თუ აღირსეს მოხვედრა. ვაის რამე პირადულია თუ რა უბედურებაა, რატომ არ იწვევთ?
გადასარევი გიორგი
13 სექტემბერი 2020 15:45
0
ჩემი აზრით ამოქრიაშვილი უნდა სცადოს ვაისმა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე. ტექნიკური არის, დარტყმაც ნორმალური აქვს და სიმაღლეც.
H
13 სექტემბერი 2020 12:25
6
გასვლაზე "კიშვარდას" შეხვდება))))
კიშვარდა
13 სექტემბერი 2020 11:54
1
რატომ იცით ხოლმე ვიღაც ერთ გოლს რომ გაიტანს ეგრევე ნაკრებში უნდა გამოიძახონ, შემოევლოს ჩემი თავი ზივზივაძეს,მაგრამ კლუბში რომ 10 წუთი თამაშობს ის ნაკრებში ძირითად თავდამსხმელად როგორ უნდა ათამაშო. ამიტომაც იყო ქვილითაიამ ვერაფერი გააკეთა,სათამაშო პრაქტიკა ფაქტობრივად არ აქვს, კაჭარავაზე აღარაფერს ვიტყვი :-) ფაქტობრივად საქართველოს არ ჰყავს ცენტრალური თავდამსხმელი, არ გამოვრიცხავ ძირითადში ვაკომ დაიწყოს ბელარუსიასთან თავდამსხმელად. იმედია დვალი და ჯიმიც მალე გამოჯანმრთელდებიან,რომ მარცხენა მცველი მაინც გვყავდეს ბელარუსიისათვის
საქართველო
13 სექტემბერი 2020 07:46
1
კარგი სეზონი ქონდა შარშან და წელსაც კარგად იწყებს ამ ტემპში თუ გაგრძელებს უკეთეს ლიგაში აღმოჩნდება წარმატებები ბუდუს რაც შეეხება ნაკრებს ყველამ ვნახეთ ქვილითაია და კაჭარავა ნაკრებში ორივე არის საჯარიმოს ფორვარდი რომლებსაც ბურთი უნდა მიუტანოო ან ჩაუწოდო საჯარიმოში,სამწუხაროთ მომენტების რეალიზება კლუბშიც და ნაკრებშიც ორივეს უჭირს და ბევრ მომენტს აფუჭებენ რაც შეეხება ბუდის ის სულ სხვა ტიპის ფორვარია მას შეუძლია უკანაც ჩამოსვლა კაცის მოტყუებაც ბევრი მოძრაობაც და ა.შ და ვფიქრობ ვაისმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ბუდუს.
ზაზა
13 სექტემბერი 2020 02:24
0
მე რასაც ვაკვირდები ყველაზე კარგად ჩვენს ფორვარდებს შორის ზვივზვივაძე გამოიყურება კი გასაგებია რომ უნგრეთის ჩემპიონატი არ არის მაღალი დონის და კვიპროსის და ბელგის ჩემპიონატები უფრო წინაა მაგრამ ამ ეტაპზე როცა ქვილითაია უთამაშებელია და კაჭარავა რომელიც მომენტების უმეტესობას სამწუხაროდ კლუბშიც და ნაკრებშიც აფუჭებს მგონი ბუდუ იმსახურებს შანსის მიცემას ნაკრებში მისი კარიერა პროგრესირებს აშკარად და კარგ ფორმაშია.
ზაზა
13 სექტემბერი 2020 02:18
0
ჯერ დაიმკვიდროს "ფეჰერვარის" ძირითადში ადგილი და გამოიძახებენ აუცილებლად.
Gio
13 სექტემბერი 2020 14:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული