უნგრეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში ბუდუ ზივზივაძის ახალმა გუნდმა, "ფეჰერვარმა" საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა "პუშკაში".
ქართველი თავდამსხმელი მწვრთნელმა 79-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო და ამის შემდეგ მოახერხეს მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება.
84-ე წუთზე უკრაინელმა ნახევარმცველმა ივან პეტრიაკმა "ფეჰერვარი" დააწინაურა, ხოლო 90+1-ე წუთზე ბუდუმაც დალაშქრა მეტოქის კარი. მან მცველი ჩამოიცილა და 14 მეტრიდან გაიტანა.
ზივზივაძე "ფეჰერვარში" ზაფხულში "მეზეკოვეშდიდან" გადავიდა და ახალ გუნდში პირველად გაიტანა.
"ფეჰერვარი" 8 ქულით ჯერჯერობით ლიდერია და 27 სექტემბერს გასვლაზე "კიშვარდას" შეხვდება, იქამდე კი 17 სექტემბერს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტაში "ჰიბერნიანსს" დაუპირისპირდება.