"რუბინმა" კვარაცხელიას მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა - ხვიჩას ცხვირი გაუტეხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში "რუბინმა" მოსკოვში 1:0 დაამარცხა "დინამო". გოლი ყაზანელმა დესპოტოვიჩმა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ მოპოვებული პენალტით 31-ე წუთზე გაიტანა.

43-ე წუთზე ხვიჩას მეტოქე გუნდის ფეხბურთელი პარშივილიუკი შეეჯახა, სავარაუდოდ, ცხვირი გაუტეხა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ის ანალოგიური ტრავმის გამო გასულ სეზონში სახის დამცავი ნიღბით თამაშობდა.

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა დედაქალაქელთა ორი და ყაზანელთა ერთი ფეხბურთელი გააძევა.

"რუბინი" 11 ქულით მეოთხე ადგილზეა და 20 სექტემბერს "სპარტაკს" უმასპინძლებს. მოსკოვის "დინამო" კი ასევე 11 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და 17 სექტემბერს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე
თბილისში "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 25 /
სკან გოლუაფირო ჯიმა!
შაკო
13 სექტემბერი 2020 23:06
6
ნაᲦდი რუსული ᲗამაᲨი იყო მოწინააᲦმდეგის მხრიდან! ახვრულად! არაკაცულად იᲗამაᲨა Ღრუსმა,Თავისებურგენეტიკურად! ერᲗიმხრიდან ბურᲗი გაუგორა ᲦვიᲩამ და მეორემხრიდან უვლიდა,მხარი Ჩაარტყა სახეᲨი Ღრუსმა
ზურა
13 სექტემბერი 2020 21:10
14
ეს მომენტიც მარჯვნიდან შექმნა, მემგონი ვაისი უკეთ იქცევა მარჯვნიდან რომ ათამაშებს, ზოგადად მემარჯვენესთვის მარჯვენა ფლანგი უკეთესია.
Semi
13 სექტემბერი 2020 21:50
7
და ესტონეთთან დახატული პასიც მარჯვნიდან გაარტყა კაჭარავას თავში ))))) ჩვენ ქართველები ზოგადად ხო ყველაზე მცოდნე ტრენერები ვართ მსოფლიოში )))
რა მაფიაა?
13 სექტემბერი 2020 23:32
0
და ის პინალტიც მანდ გაუჩალიჩა მაკედნიას
იდალგო
13 სექტემბერი 2020 22:13
0
ძაან თარსი დღე გამოდგა რა.. კვარა საკაცით გაიყვანეს, ხარაიშვილი დაბრუნდა და ისევ დაიტრამვა, ლოჩოშვილი მე 16 წუთზე გააძევეს ზალცბურგთან სადებიუტო მატჩში და როტორის თამაშის ყურება მინდოდა და გადაიდო რატომღაც...
მევარმე
13 სექტემბერი 2020 20:28
0
როტორის მემგონი 8 კორონიანი ყავს უფრო სწორად გუშინ ყავდა და ეტყობა დაემატა კიდევ
გიორგი
13 სექტემბერი 2020 20:45
0
პასუხად მას ვინც საყვედურობს ფეხბურთელებს რუსეთში თამაშისთვის, ეს არც დიდგორია და არც შინდისი, ეს სპორტია რომელიც აძლევს საშუალებას დიდი ფეხბურთი ითამაშონ, კიპროსსა და თურქეთს თავისი საბერძნეთით და პოლონეთით, არის საფეხბურთო ქვეყნები, რომელთა აგენტები აკვირდებიან ფიფას რეიტინგით 6 ადგილზე მყოფ რუსეთის ჩემპიონატს, მათი ლიგა ბევრად წინ დგას ჩვენსაზე, ხელფასები, ბონუსები, ჯანდაცვა და დიდი პერსპექტივა, 3,4 სეზონში ბიჭები ცხოვრებას იწყობენ, იმაღლებენ კლასს და სანაკრებო ციკლში აქ არიან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია შორს არიან ჩვენი ბოღმისა და შურისგან, არც ჭორები უშლით ხელს, აკეთებენ თავიანთ საყვარელ საქმეს თამაშობენ ფეხბურთს!
kaxi
14 სექტემბერი 2020 14:08
0
ზურა ჯერ წერა ისწავლე ადამიანოოოო...
ზურას
13 სექტემბერი 2020 21:54
1
ქართველების ჰეგემონია იყება რუსეთში თუ დაიწყო უკვე ცეესკასაც ყოლია ქართველი მარადიშვილი 20 წლის არის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაუსახელებიათ აქეთ როტორში აქეთ რუბინში ცეესკაშიც :) ისევ იწყება რუსეთში ქართველი ფეხბურთის სიყვარული :) :) :) და ნეტა ჯიქიასავით არ მოიქცეოდეს მარადიშვილი
გიორგი
14 სექტემბერი 2020 10:19
2
რაც ეგ კორეელი მოვიდა მაგრა მოუმატა რუბინმა ხვიჩა და მაგის წყალობით ერთმანეთს მაგრა უგებენ და კიდევ უფრო მოუმატებენ
გიორგი
14 სექტემბერი 2020 10:04
1
რუსეთში რა გინდათ? ვერ გაიგეთ, რომ ან ევროპაში უნდა ითამაშოთ?
ქ. გ.
14 სექტემბერი 2020 04:05
13
კაცურად ამიხსენი რა დავწერე სადისლაიქო? :) :) :) ვიღაცა მაგარი უნამუსო ზის და დისლაიქებს უწერს ვინც ქართულ ფეხბურთს აქებს
გიორგი
14 სექტემბერი 2020 13:28
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული