კვარაცხელიაზე "ნადირობა" დაიწყო - 10 მილიონი, 15 მილიონი, ვინ ჩამოვა მეტს?

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში "რუბინსა" და საქართველოს ნაკრებში გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავმა თამაშმა რუსეთის პრემიერლიგის მდიდარი კლუბების ყურადღება მიიპყრო. "БИЗНЕС Online"-ის მტკიცებით, მინიმუმ ორმა კლუბმა "რუბინს" ოფიციალური წინადადებით მიმართა.

"რუბინმა" კვარაცხელიაზე სუპერწინადადება მიიღო. გაყიდის კლუბი ქართველს?

გამოცემის ცნობით, "კრასნოდარი" ქართველ ლეგიონერს 2019 წლიდან აკვირდება და "რუბინს" 10 მილიონი ევრო შესთავაზა. ამ კლუბებს კარგი და საქმიანი ურთიერთობა აქვთ და სამხრეთელები ტრანსფერის გაჩარხვას იმედოვნებენ.

"ლოკომოტივი" კი მზადაა 15 მილიონი გადაიხადოს და უკან დაიბრუნოს. "ლოკოს" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ანატოლი მეშერიაკოვმა გავრცელებულ ინფორმაციას ბოდვა უწოდა, მაგრამ ხომ იცით,
ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება.

რუსეთში სატრანსფერო ფანჯარა 17 ოქტომბერს იხურება და მხარეებს შესათანხმებლად დრო საკმარისი აქვთ.

როგორ მოიქცევა "რუბინი"?

"რუსული ბაზრისათვის კვარაცხელია უნიკალური ფეხბურთელია - ლიგაში ჯერ არ ყოფილა მოთამაშე, რომელშიც უკვე 19 წლის ასაკში 10-15 მილიონს შესთავაზებდნენ. ამიტომ "რუბინისთვის" ეს ნამდვილი თავსატკივარია, რამეთუ ოფიციალური მიმართვების გარდა, სხვა კლუბებიც ამზადებენ ტრანსფერისთვის ნიადაგს.

Sportall.Ge

ყაზანური კლუბი ბიუჯეტში შეზღუდულია. ამავე დროს, ესმით, რომ უახლოეს წლებში შეუძლიათ ხვიჩასთან ერთად მაღალი პოზიციები დაიბრუნონ. ახალი გუნდის მშენებლობის პერიოდში კი საუკეთესო მოთამაშეების შენარჩუნება მნიშვნელოვანია", - წერს გამოცემა.

"რუბინის" გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი ამბობს, რომ ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად არავის არ გაყიდიან, ამიტომ კლუბის აქციონერები და რეგიონის ხელისუფლება "რუბინს" მაქსიმალურად დაეხმარებიან.

თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რუსტამ მინიხანოვმა განაცხადა, რომ "რუბინი" მძლავრ ფინანსურ დახმარებას მიიღებს.

ჩვენი მხრივ კი დავძენთ, რომ უპრიანი იქნება, თუ ამ სეზონში ხვიჩა ყაზანურ გუნდში პროგრესირებას გააგრძელებს და კარგ დასავლურ კლუბში გადასასვლელად ტრამპლინად გამოიყენებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ეხლა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავიდეს.სლუცკი კარგი სპეციალისტია,სრულ თავისუფლებას აძლევს,ლიდერია და უფრო და უფრო განვითარდება.აი მერე,ფუ ფუ ფუ.......უკვე
კახა ქ.
15:47 11-09-2020
0
რათქმა უნდა ხვიჩამ უნდა დატოვოს რუსეთი, თუმცა ევრ
მას გაცილებით ნაკლები ხელფასი ექნება, ანის გარდა მის აგენტს რუსეთს მიღმა გზა არ აქ, რუსეთში ხლართავს, იგი მაქს.იზამს რომ რუსეთის ორბიტაზე ატატოს ხვიჩა ფა იქ ჭრას დიდი ფული.
ჯიბო
14:23 11-09-2020
2

სიახლეები პოპულარული