ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის "დინამოს" დამარცხება (2:1) და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გასვლა თბილისის "ლოკომოტივს" საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მიულოცა.
"FC Locomotive Tbilisi-ს ვულოცავ დღევანდელ გამარჯვებას და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადასვლას", - წერს თორნიკე შენგელია თავის "ფეისბუქის" გვერდზე.