ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი ქვილითაია "ანორთოსისის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
როგორც დაანონსებული იყო, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია "ანორთოსისში" გააგრძელებს კარიერას.

"გენტმა" ქვილითაია კვიპროსულ გუნდში ერთწლიანი იჯარით გაუშვა, სადაც 23-ნომრიანი მაისურა გადასცეს.

"ანორთოსისში" აგრეთვე გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი თამაშობენ.

"ანორთოსისი" 20 სექტემბერს, ჩემპიონატის მე-4 ტურში "აპოლონს" უმასპინძლებს, ხოლო 24 სექტემბერს ევროპა ლიგაზე სტუმრად "ბაზელს" შეხვდება, რომელმაც დღეს გასვლაზე "ოსიეკს" 2:1 მოუგო.

ასე რომ, ქვილითაიას ახალ გუნდში ჩარიცხვისთანავე მოუწევს ბრძოლაში ჩართვა.

ასევე დაგაინტერესებთ