გიორგი ლორიას თამაშის გაყიდვაში დასდეს ბრალი - მიზეზი თავის გაქანებაა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტის "ანორთოსისის" მეკარე გიორგი ლორიას კვიპროსულმა მედიამ ბრალი თამაშის გაყიდვაში დასდო...

მიზეზი არ გაინტერესებთ?! პენალტის დარტყმის დროს თავის გაქანება, თითქოს ლორიამ მეტოქეს მიანიშნა, მარცხენა კუთხეში დამირტყიო...

სასაცილო ის გახლავთ, რომ ამ ფორმით უკვე ეზოებში თამაშისას არ ანიშნებენ ბავშვები ერთმანეთს. თუ თამაშის გაყიდვა სურდა, წინასწარვე ვერ შეათანხმებდა კუთხესაც?!

ამ ამბის გამო მოკვლევა კვიპროსის ფეხბურთის ეთიკის კომისიამ დაიწყო, თუმცა მისი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჯერ მხოლოდ მედია ეჭვებზე მიდის საუბარი და ყველაფერს მალე დაადგენენ.

ფამაგუსტის "ანორთოსისის" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ
აღნიშნულ საკითხზე დასმული კითხვა იმდენად უსაფუძვლოდ ჩათვალა, რომ კომენტარიც არ გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
მაფიაა მაფია
ვასო
23 სექტემბერი 2020 22:11
0
ეს შეიძლება იყოს ან გავდეს მინიშნებას,ან კიდევ შესაძლებელია არაფერიც არ იყო,თუ სხვა ფაქტები არ გაქვთ კვიპროსულმა და ქართულმა მედიამაც კლდე ვერ მოჭამოთ ლორიას,ისე ხანდეხან მასმედიის წარმომადგენლებმა კარგად დააკვირდით მეკარეებს სხვადასხვა ადგილებში თქვენ ეს კარგად გამოგდით.
koka
23 სექტემბერი 2020 14:20
2
დიახაც, გაყიდული იყო. მე დაჟე ისიც მახსოვს ნახევარფინალში პენალტი რომ დაურტყა, რიკელმემ ენა გამოყო და ასე ანიშნა ლე მანს დარტყმის კუთხე
პილიგრიმი
23 სექტემბერი 2020 14:07
3
ჩვეულებრივი ინსტიქტური ქმედებაა ყველას გაგვიკეთებია და როცა ბრალს დებ იმის ერთი ადგილიც უნდა გქონდეს რომ დაუმტიცო. ასე ვარაუდის დონეზე შეიძლება ადამიანის დადანაშაულება? ბოლობოლო ადამიანის ღირსებას ეხება ეს ყველაფერი და ძალიან სერიოზული ბრალდებაა იმასთან შედარებით თუ როგორია მათი ვარაუდი რომ სავარაუდო ინსტიქტური ქმედების გამო ადანაშაულებ ადამიანს. ბოლობოლო ასეთი მიამიტები ხომ არ არიან რომ თამაშის დროს, ამდენი ხალხის წინაშე გაყიდონ თამაში. კარგი, მოლაპარაკების ვიდეომასალა იშოვეთ ან სხვა რამე ღირებული ანდა ხო არიან დასახურები თავად ციხეში ჩასაყრელები ცილისწამებისთვის და ადამიანის მორალური შეურაწყოფისთვის?
Haaland
23 სექტემბერი 2020 13:13
0
თავი დაანებეთ ლორიას! ნუ აყოლიხართ კვიპროსულ მედიას, ნაკრებს ორ კვირაში უმნიშვნელოვანესი თამაში აქვს და მეკარის ფსიგოლოგიური პრობლემები გვინდა?? აგერ ბასილაშვილი ჯანზეა, არაფერი აღარ აწუხებს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ისეთ პრობლემებშია რომ სეტს ვერ იგებს! მიდი გიო არ მოუსმინო არავის, მაგრად ივარჯიშე ეს ორი კვირა რომ მხეცურ ფორმაში იყო, შენ სრულიად საქართველოს ჭირდები, გვიყვარხარ!!!
ნაკრების გულშემატკივარი
23 სექტემბერი 2020 12:58
0
ცოტა ხნის წინ პაფოსს რომ აუღო, ეტყობა მაშინ არაფერი გაიქნია
ისა და
23 სექტემბერი 2020 11:36
0
ეს იყო მინიშნება! სირცხვილი ლორიას!
ეს
23 სექტემბერი 2020 11:26
18
თავი საითაც გაიქნია იქით რომ გადამხტარიყო და ბურთი საპირისპირო მხარეს დაერტყათ მერე რას იტყოდნენ ლორიამ თავით ანიშნა მე იქით გადავხტებიო?! რა მარაზმია?! ერთი პენალტი გვაჩვენონ როდესაც მეკარე გაუნძრევლად დგას და არაფერს იქნევა!!!
?!
23 სექტემბერი 2020 09:31
1
ატყდა ამბავი. ნაკრების თამაშებში აქვთ გამაზული. კლუბებზე აღარ არის საუბარი
las
23 სექტემბერი 2020 08:36
0
მეკარეს თუ პენალტის გაშვება სურს, მაგაზე იოლი რა არის? ისე გავუშვებ ბურთს კარში, რომ თავს კი არა, ხელსაც არ გავანძრევ )))
ქ. გ.
23 სექტემბერი 2020 07:31
0

სიახლეები პოპულარული