გიორგი ლორიას თამაშის გაყიდვაში დასდეს ბრალი - მიზეზი თავის გაქანებაა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტის "ანორთოსისის" მეკარე გიორგი ლორიას კვიპროსულმა მედიამ ბრალი თამაშის გაყიდვაში დასდო...

მიზეზი არ გაინტერესებთ?! პენალტის დარტყმის დროს თავის გაქანება, თითქოს ლორიამ მეტოქეს მიანიშნა, მარცხენა კუთხეში დამირტყიო...

სასაცილო ის გახლავთ, რომ ამ ფორმით უკვე ეზოებში თამაშისას არ ანიშნებენ ბავშვები ერთმანეთს. თუ თამაშის გაყიდვა სურდა, წინასწარვე ვერ შეათანხმებდა კუთხესაც?!

ამ ამბის გამო მოკვლევა კვიპროსის ფეხბურთის ეთიკის კომისიამ დაიწყო, თუმცა მისი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჯერ მხოლოდ მედია ეჭვებზე მიდის საუბარი და ყველაფერს მალე დაადგენენ.

ფამაგუსტის "ანორთოსისის" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ
აღნიშნულ საკითხზე დასმული კითხვა იმდენად უსაფუძვლოდ ჩათვალა, რომ კომენტარიც არ გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თუ გაყიდვა უნდა ოა მნიშვნელობა აქვს კუთხეს უბრალოდ არ აიღებს და მორჩა, ვინ დაადანაშაულებს მეკარეს პენალტის ვერ აღებაში
ზორბეგი
22 სექტემბერი 2020 17:08
3
რამდენიმე მიზეზის გამო არ მჯერა

1. არ ჩანს ის ადამიანი ეგ იკადროს, მითუმეტეს თემოს და დანარჩენ ქართველებს გაუჩალიჩოს. მაშინ თემოსგან უნდა ჰქონოდა ნებართვა და თემოსაც გაეყიდა. სისუელეა...
2. კაცმა თავი მოიკლა მთელი თამაში, რამდენი მკვდარი ბურთი აიღო. რა ძალა
ადგა მაშინ
3. აქ სწორად დაწერეს. წინასწარ შეუთანხმდებოდა ან საერთოდ თვალით ჩვენება რად უნდოდა, არ გადახტებოდა. რეაქციას გააკეთებდა რომ კუთხე ვერ გამოიცნო

მოკლედ უამრავი მიზეზია რის გამოც გამორიცხულია თამაში გაყიდული ჰქონდეს. უბრალოდ ვერ გაუბედავდა მეგობრებს და თემოს მაგას. ძმაკაცებს და თემოს რომ მაგას გაუკეთებ უმადური კი არა საერთოდ დასაწვავი პიროვნება ხარ და არ ჩანს ლორია ეგ კაცი. კაი ტიპია, არ იკადრებდა მაგას. სავარაუდოდ აბნევდა და არ გამოუვიდა
გამორიცხულია რასაც აბრალებენ
22 სექტემბერი 2020 21:50
1
უბრალოდ თავის განძრევაც გვეკრძალება ქართველებს?! გულზე სკდებიან კვიპროსელი ჟურნალისტები იმაზე, რომ ქეცბაიას თავის გუნდში ბევრი თანამემამულე ჰყავს და ათამაშებს. ჰოდა, ააგორეს შავი პიარი, ვინმე იქაური ფეხბურთელიც იქნება ამ ინტრიგანული იდეის მიმწოდებელი
სიმართლე
22 სექტემბერი 2020 21:35
0
ესეთი იდიოტობა ვის მოუვიდა თავში? პენალტის გაყიდვა აღარ მსმენია ამდენი ხანია ფეხბურთს ვუყურებ. ეს ნიშნავს რომ ლორიას განღდებული აქვს პენალტის აღება?
G.LA
22 სექტემბერი 2020 22:02
2
რა გიკვირთ... შარშან ღრმად პატივცემულმა ცრუპენტელა ალ. ელისაშვილმა კოხრეიძეს და რეხვიაშვილს დადო ბრალი "არარატთან" თამაშის გაყიდვაში. ბოდიშიც არ მოუხდია დღემდე... მაგ კაცუნას.
tngh
22 სექტემბერი 2020 18:17
15
ხო, ეგრეა რას გაიგებ...
ზოგს თავის კარში გააქვს 2 გოლი...
არა მკითხე მოამბე
22 სექტემბერი 2020 19:45
9
ჰო, ცნობილმა "სერიოზულმა" კაცმა უთხრა...
tngh
23 სექტემბერი 2020 09:45
2
რა უგონოა ამის მომგონი. ეს არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება ლორიას მხრიდან, რათა დააბნიოს მოწინააღმდეგე. ვისაც ფეხბურთი უთამაშია მიხვდება. ანალოგიური ბრალდებით შეიძლება დაადანააულონ პენალტის შემსრულებლები, რადგამ ისინი ასევე დაჟინებით უმზზერენ ხოლმე კარის რომელიღაც კუთხეს. რა აბსურდია...
დავით123
22 სექტემბერი 2020 21:39
0
შესაძლებელია რომ თავს აქნევს გარკვეული მიმართულებით, მაგრამ ეს მიმართულია სწორედ იქითკენ, რომ მოწინააღმდეგე დააბნიოს და არა მიანიშნოს!
რომელუ
22 სექტემბერი 2020 18:19
3
ისეთ ვიდეოსაც მოვძებნი, სადაც მეკარემ პენალტის დარტყმის დროს თავის გაქანების შემდეგ ბურთი მოიგერია.
ქ. გ.
23 სექტემბერი 2020 04:37
2
რადგან ასეთი ეჭვი არსებობს ყველა ვარიანტში მოუწევს იმის ახსნა და დასაბუთება თუ რატომ გააკეთა ასეთი საეჭვო ჟესტი. ევროპაში ქართველებს ძალიან ცუდი იმიჯი გვაქვს ქურდობის გამო და ახლა ესღა გვაკლდა ქართველი სპორტსმენები ღალატში დაადანაშაულონ.
რა დღეშია ერთ დროს საამაყო ჩვენი საქართველო
22 სექტემბერი 2020 20:15
10
ეტყობა ქართველების წინააღმდეგ ვიღაც პროვოკაციას-ანტირეკლამას იწყებს.
გივი-გია
22 სექტემბერი 2020 19:53
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული