საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტის "ანორთოსისის" მეკარე გიორგი ლორიას კვიპროსულმა მედიამ ბრალი თამაშის გაყიდვაში დასდო...
მიზეზი არ გაინტერესებთ?! პენალტის დარტყმის დროს თავის გაქანება, თითქოს ლორიამ მეტოქეს მიანიშნა, მარცხენა კუთხეში დამირტყიო...
სასაცილო ის გახლავთ, რომ ამ ფორმით უკვე ეზოებში თამაშისას არ ანიშნებენ ბავშვები ერთმანეთს. თუ თამაშის გაყიდვა სურდა, წინასწარვე ვერ შეათანხმებდა კუთხესაც?!
ამ ამბის გამო მოკვლევა კვიპროსის ფეხბურთის ეთიკის კომისიამ დაიწყო, თუმცა მისი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჯერ მხოლოდ მედია ეჭვებზე მიდის საუბარი და ყველაფერს მალე დაადგენენ.
ფამაგუსტის "ანორთოსისის" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ აღნიშნულ საკითხზე დასმული კითხვა იმდენად უსაფუძვლოდ ჩათვალა, რომ კომენტარიც არ გააკეთა.