გიორგი ლორიას თამაშის გაყიდვაში დასდეს ბრალი - მიზეზი თავის გაქანებაა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტის "ანორთოსისის" მეკარე გიორგი ლორიას კვიპროსულმა მედიამ ბრალი თამაშის გაყიდვაში დასდო...

მიზეზი არ გაინტერესებთ?! პენალტის დარტყმის დროს თავის გაქანება, თითქოს ლორიამ მეტოქეს მიანიშნა, მარცხენა კუთხეში დამირტყიო...

სასაცილო ის გახლავთ, რომ ამ ფორმით უკვე ეზოებში თამაშისას არ ანიშნებენ ბავშვები ერთმანეთს. თუ თამაშის გაყიდვა სურდა, წინასწარვე ვერ შეათანხმებდა კუთხესაც?!

ამ ამბის გამო მოკვლევა კვიპროსის ფეხბურთის ეთიკის კომისიამ დაიწყო, თუმცა მისი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჯერ მხოლოდ მედია ეჭვებზე მიდის საუბარი და ყველაფერს მალე დაადგენენ.

ფამაგუსტის "ანორთოსისის" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ
აღნიშნულ საკითხზე დასმული კითხვა იმდენად უსაფუძვლოდ ჩათვალა, რომ კომენტარიც არ გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ზოგადად არ არსებობს პროფესიონალი ფეხბურთელი,მწვრთნელი და მსაჯი ვისაც ჩაწყობილი თამაში არ უთამაშია და არ უმსაჯია.ძალიან საეჭვოდ გადააქნია თავი,რაც მართალია მართალია,მაგრამ ასეთ რამეს მეკარეები ხშირად აკეთებენ და ძალიან ბევრჯერ ხელსაც იშვერენ ერთი კუთხისკენ,ასე რომ ვერაფერს დაუმტკიცებენ გამორიცხულია.თუ ჩაწყობილი იყო მარტო მეკარე ამას ვერ ჩააწყობდა,მთელ გუნდს ეცოდინებოდა,ორივე გუნდს.ჩაწყობილი თამაშები კი ყოველთვის არსებობდა,არსებობს და იარსებებს.
master
22 სექტემბერი 2020 22:01
3
არსებობს და თან ძალიან ბევრი. თავი რომ გადაიქნია იმას ანიშნებდა იქეთ დაარტყიო,თუ იქეთ ვხტებიო?საბავშვო ბაღია,ესე თამაშებს ვინ აწყობს, საერთოდ რომ არ გადამხტარიყო რა არ გაუშვებდა? და ვერც ვერავინ დაადანაშაულებდა.მოკლედ ერთი დიდი ჟურნალისტური ზღაპარია,ეტყობა კვიპროსელებსაც ჰყავთ თავისი ელისო კილაძე და ნიკა გვარამია,მისტერ და მისიზ ჰოლმსები
:-)
22 სექტემბერი 2020 23:18
5
თუ გაშვება უნდოდა თავის ქიცინის გარეშე ვერ გაუშვებდა?!)))
ბათუმის ფანი
22 სექტემბერი 2020 21:56
0
თავი საითაც გაიქნია იქით რომ გადამხტარიყო და ბურთი საპირისპირო მხარეს დაერტყათ მერე რას იტყოდნენ ლორიამ თავით ანიშნა მე იქით გადავხტებიო?! რა მარაზმია?! ერთი პენალტი გვაჩვენონ როდესაც მეკარე გაუნძრევლად დგას და არაფერს იქნევა!!!
?!
23 სექტემბერი 2020 09:31
1
მეკარეს თუ პენალტის გაშვება სურს, მაგაზე იოლი რა არის? ისე გავუშვებ ბურთს კარში, რომ თავს კი არა, ხელსაც არ გავანძრევ )))
ქ. გ.
23 სექტემბერი 2020 07:31
0
აი სრული სისულელე რაც კი მსმენია.მაგარი არგუმენტია თავის გაქნევა ვაახ რაა :DDD
გეგი
23 სექტემბერი 2020 00:24
3
ეს იყო მინიშნება! სირცხვილი ლორიას!
ეს
23 სექტემბერი 2020 11:26
18
სახის გამომეტყველებაზე თუ დააკვირდებით და მის რეაქციებს თუ ნახავთ სხვა მომენტებზე მიმოხილვაში, მის მიერ გაშვებულ მეორე და მესამე გოლს ნახავთ რომ მთლად სუფთად არაა საქმე :) ღმერთმა ქნას არ იყოს სწორი, მაგრამ მე რაღაც მაიმუნობის სუნს ვგრძნობ :) ჩემი აზრია ეს და არავის ვახვევ თავზე
მდაა...
22 სექტემბერი 2020 19:46
13
სწორედ იქით დაარტყა პენალტი საითაც ლორიამ ანიშნა და თვითონ ეგრევე მარჯვნივ გადახტა.ამას დიდი აჟიოტაჟი მოყვება.მგონი საქართველოს ფეხბურთი მორიგ შარში გაეხვევა მითუმეტეს ნაკრების პირველი მეკარეა.
ეს ვიდეო უკვე მთელ მსოფლიოს ნანახი აქვს.
22 სექტემბერი 2020 23:06
15
ეს შეიძლება იყოს ან გავდეს მინიშნებას,ან კიდევ შესაძლებელია არაფერიც არ იყო,თუ სხვა ფაქტები არ გაქვთ კვიპროსულმა და ქართულმა მედიამაც კლდე ვერ მოჭამოთ ლორიას,ისე ხანდეხან მასმედიის წარმომადგენლებმა კარგად დააკვირდით მეკარეებს სხვადასხვა ადგილებში თქვენ ეს კარგად გამოგდით.
koka
23 სექტემბერი 2020 14:20
2
ცოტა ხნის წინ პაფოსს რომ აუღო, ეტყობა მაშინ არაფერი გაიქნია
ისა და
23 სექტემბერი 2020 11:36
0

სიახლეები პოპულარული