ხვიჩა დიდი ტალანტი და ცეცხლოვანი ქართველია - უტკინი კვარაცხელიას გამოექომაგა

AutoSharing Option
რუსმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა ვასილი უტკინმა ახსნა, თუ რატომ დაატყდა თავს კრიტიკის ქარცეცხლი "სპარტაკთან" ნამატჩევს (0:2) "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას.

"ჯერ ერთი, ხვიჩა დიდი ტალანტია. ასეთი ტალანტების ზედმეტად შეფასება ჩვეულებრივი ამბავია. მეორე - მასზე ბევრი კარგი რამ ითქვა, კერძოდ, ლეონიდ სლუცკის მიერ.

თანაც, როდესაც საუბარი "ლოკომოტივის" მენეჯმენტზე ჩამოვარდება, მეორე ფიგურის რანგში ყოველთვის ამოტივტივდება კვარაცხელიას გვარი. მათ ასეთი კოლექტიური "მენეჯერ-ნევროტიკი" აქვთ. ის ახალგაზრდა ბიჭია, ცეცხლოვანი ქართველი. მას კარგი მატჩებიც ექნება და ცუდებიც. უბრალოდ ხვიჩა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. ის საფეხბურთო პიროვნებად ჩამოყალიბების
პროცესშია", - განაცხადა უტკინმა "ეხო მოსკვას" ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ძალიან მაინტერესებს კვარასთან მიმართებაში რატო არა წერთ რუსეთმა „გააფუჭენ“? სადა ხართ ის ექსპერტები რო აბრახუნებთ ხოლმე რუსეთი ჭაობია,რუსეთმა „გააფუჭენო? კიდევ ვერ ხედავთ ვინც ფეხბურთელია ყველგან რო თამაშობს?მთელი საფეხბურთო რუსეთი კვარაზე ლაპარაკობს,არა და ბავშვია ჯერ.ეტყობა ბავშვი როა იმიტომ არ „გააფუჭენ!?
ბაბუაწვერა
23 სექტემბერი 2020 12:43
2
გააფუჭენენენენენენ!
ბებიაწვერა
21 ოქტომბერი 2020 12:42
0
ორი კვარა და 2 ჭალვე რო იყოს ამ ბებერ ხრონწებში, რომელთა გაშვებას ვერც ვაისი და ვერც ფედერაცია ვერ ბედავს, არაფერი გამოვა.
ჯაბა
23 სექტემბერი 2020 10:38
3
კვარა ჯერ 19 წლის არის, ამ ასაკში თითზე ჩამოსათვლელია მსოფლიო ფეხბურთში ძირითადში რომ თამაშობს, მბაპე მაგალითათ, ფატი ისიც იშვიათად ხვდება ბარსას ძირითადში. ასე რომ კვარაცხელია დიდი ტალანტია, დრიბლინგი, სისწრაფე, აზროვნება, ერთადერთი რეალიზება აკლია და ეგეც მოვა ასაკთან ერთად. რა ქნას 19 წლის ბავშვმა მთელ რუსეთის ლიგას გადაახია ბურთი თავზე :)
მე ვფიქრობ ეს უფრო რონალდოს სტილის მოთამაშეა მთელი ფლანგს აიღებს.
ცენტრში დაგამთამაშებლად მე ჩეკვეტაძე მესახება, ამ 2 მოთამაშეზე უნდა აიწყოს ნაკრები. ძველი გვარდია გასაშვებია მთლიანად.
las
23 სექტემბერი 2020 08:41
0
ცხელ ქართველს იტყოდა ანუ ტემპერამენტიანს და არა ცეცხლოვანა. Горячий Грузин აქვთ გამოთქმა
ცხელი ქართველი
23 სექტემბერი 2020 05:08
3
უტკინი ყოველთვის კეთილგანწყობილია ჩვენს მიმართ და თუ გააკრიტიკებს უსამართლოდ არა
საბა
22 სექტემბერი 2020 20:36
0
კვარაცხელია მარცხენა ფლანგიდან როგორიცაა,ვხედავთ.ნაკრებში მარჯვენა ფლანგზე ითამაშა და იქ,მგონი კიდევ უკეთესია.სლუცკიმ,ერთ თამაშში4 ნახევარმცველში,მარცხნიდან შიგნით შემოწეული ნახევარმცველის პოზიციაზეც მოსინჯა და უნდა ითქვას,რომ თავს თავდაჯერებულად ვერ გრძნობდა,მიუჩვევლობის გამო,მაგრამ ჩემი აზრით თუ ჯანო არ გვეყოლება გამთამაშებლად,მისი ამ პოზიციაზე თამაში,შესაძლოა საუკეთესო ვარიანტი იყოს ნაკრებისათვის.მისთვის ერთი და ორი კაცის მოტყუება დიდი პრობლემა არ არის,ამ პოზიციიდან კი,ორი კაცის მოტყუების შემდეგ,უკვე დასარტყმელ პოზიციაზე იქნება და მარჯვენა ფეხით დარტყმისთვისაც მოსახერხებელი კუთხე.სიმაღლეც აქვს და ფლანგურ ჩაწოდებაზე გასვლაც შეეძლება,დაბლა კი,შეტევაში დაყენებულ ოქრისთან,ან ვაკოსთან კომბინირებით,ის კიდევ უფრო სასარგებლო გახდება.მგონი ესეც ვარიანტია,არა?
სოსო
22 სექტემბერი 2020 20:32
5
გეთანხმები შეიძლება გამთამაშებლად და სხვას სივრცები გაეხსნას რასაც ფლანგზე აკეთებდა კიდეც. მაგრამ გამთამაშებლად მეც მგონია რომ უკეთ უნდა ითამაშოს
გეგუჩაძე
23 სექტემბერი 2020 02:58
1
კვარაცხელიას მთავარი კოზირი სისწრაფეა, სისწრაფეზე კაცის მოტყუება და ჩაწოდება ან კარში დარტყმა. ფლანგის მოთამაშეა. გამთამაშებელს მოედნის უკეთესი ხედვა და თამაშის წაკითხვა მოეთხოვება. კვარაცხელია ჯერ არ არ არის მზად ამისთვის.( თუნდაც იმიტომ რომ ძალიან ახალგაზრდაა). მომავალში გამოჩნდება. დღეს მაგ პოზიციაზე ჩაკვეტაძე უკეთესია. გვილიასაც შეუძლია, რბილი პასი აქვს. ყაზაიშვილსაც შეუძლია 10 ნომერზე თამაში.
ნუგზარი
23 სექტემბერი 2020 00:21
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული