"ტობოლის" მწვრთნელმა კანკავასა და კვეკვესკირის მომავალზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველები ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი "ტობოლს" დატოვებენ. სწორედ ამაზე დაუსვა კითხვა კუსტანაურული კლუბის საიტის ჟურნალისტმა გუნდის მწვრთნელ გრიგორი ბაბაიანს.

- ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ტობოლი" კანკავასთან და კვეკვესკირთან შრომითი ხელშეკრულებების დასრულებას აპირებს. შეგიძლიათ თუ არა ამ სიახლის უარყოფა და იმოქმედა თუ არა ამან რაიმენაირად განვლილ მატჩზე?
- ეს პუბლიკაცია ვნახე. მაშინვე გამოველაპარაკე ბიჭებს, ავუხსენი, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. შემდეგ წელთან დაკავშირებით კლუბის ხელმძღვანელობასთან არავითარი საუბარი არ ყოფილა. მნიშვნელოვანი იყო, ბიჭები კონცენტრირებულები ყოფილიყვნენ და
არასაჭირო თემებზე ყურადღება არ გაემახვილებინათ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული