როდის დაუბრუნდება ჩაკვეტაძე მოედანს და რატომ ვერ დაეხმარა ის "გენტში" თამაშიდან 4 დღეში ნაკრებს - რას ამბობს ფეხბურთელის აგენტი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" შემტევ გიორგი ჩაკვეტაძეს სამწუხაროდ, კვლავ ტრავმა აწუხებს, ამის შესახებ Sportall.ge-ს ფეხბურთელის აგენტმა გოგა გახოკიძემ განუცხადა.

როგორც იცით, ჩვენებურმა 4 სექტემბერს ბელგიური გუნდის რიგებში ითამაშა და იყო მოლოდინი იმისა, რომ ბელარუსთან დაპირისპირებაში ის ეროვნულ ნაკრებსაც დაეხმარებოდა, თუმცა მატჩამდე ერთი დღით ადრე ვლადიმერ ვაისმა თქვა, რომ გიორგის თამაში შეუძლებელი იყო.

ჩვენ გახოკიძეს დავუკავშირდით და დავინტერესდით, რატომ გამოჩნდა ჩაკვეტაძე "გენტის" რიგებში, თუ მას ტრავმა აწუხებდა.

"გიორგი "გენტში" შეცვლაზე შევიდა, მაგრამ სამწუხაროდ, ფეხმა
ისევ შეაწუხა... საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ის 100%-ით არ იყო მზად და ვაისმაც აღარ გარისკა.

ყველა ხედავს, რომ ჩაკვეტაძე ნაკრებს ძალიან სჭირდება. ახლა გამიჭირდება იმის თქმა, თუ რა ხნის გამოტოვება მოუწევს მას. ის ბელგიაში ჩავა, ექიმებს გაესინჯება და პასუხიც შემდეგ გვეცოდინება", - ამბობს გახოკიძე.

მკითხველის კომენტარები / 38 /
"გიორგი "გენტში" შეცვალზე შევიდა, მაგრამ სამწუხაროდ ფეხმა
ისევ შეაწუხა". თუ შეაწუხა, რატომ გამოიძახა. თანაც ავარჯიშებდმენ ბოლო დღემდე. საერთოდ რას ბოდიალობთ და მიედ-მოედებით. ან მაგ ბიჭს აკრძალული აქვს ლაპარაკი? ერთი წლის განმავლობაში პუტინს კითხავდა კაცი რამეს, რით ვერ შეეკითხეთ რა ჭირს და საერთოდ რა სამომავლო გეგმები აქვს.
აგენტი არა ყვავი კიდევ
09 ოქტომბერი 2020 19:28
1
აგენტები კიარა კაცის დამღუპველები ხართ რა არის ხმას როარ იღებთ რა გადაგიხადეს ამდენი გენტის ბოსებმა ამოიღეთ ხმა ტრამვიან კაცს რომ ათამაშებენ ნაკრების მწვრთნელის გარდა არავის უთქვია საყვედური გენტისთვის.ანდა წამოიყვანეთ მაგ ბიჭი და ნაკრების ექიმები მიხედავენ.მასე დატანჯეს ესპანეთში პაპუ და ჩვენებმა მოარჩინეს მერე ხო დააკარგიეს ამ ბიჭს 2წელი.ფუი
თემური
09 ოქტომბერი 2020 23:08
1
რა სამწუხაროა, რით ვერ მოურჩინეს ფეხი? აგერ კვარაცხელიას იმდენი უბრაგუნეს ფეხებში, მაგრამ რკინასავითაა ბიჭი. მე მგონი ბავშვობიდან არა სწორი ფიზიკურ აღზრდის ბრალია აბა რა გახდა ეს მოურჩენელი ტრამვა,. გინდა ჩაკვეტაძე, გინდა ანანიძე, უფრო ადრე მჭედლიძე
irakli81
09 ოქტომბერი 2020 20:19
3
კვარაცხელიაზე მსგავს რაღაცეებს ნუ დაწერ აე დაითარსოს ეგეც :))) სხვათაშორის ჩაკვეტაძე უტრამვოდ მიდიოდა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი მაგრამ სანამ არ დავთარსეთ ჩვენც და ჟურნალისტებმაც ერთი ვქენით ჯერ გახდნენ მსოფლიო ვარსკვლავები და მერე ვაქოთ და ვწეროთ უტტამვოები არიანო
bejo
09 ოქტომბერი 2020 21:21
2
ჩვენმა ექიმებმა რა თქვეს, დიაგნოზი ვერ დაუსვევ? უფალო დაეხმარე გიოს გევედრებით.
emigranti
09 ოქტომბერი 2020 23:54
0
ყენია, მჭედლიძე, ანანიძე, ზარანდია ხარაბაძე, ჩაკვეტაძე და კიდევ უამრავი ტალანტი რომელიც არასწორ ფიზიკურ მომზადებას ეწირება. დროა მიხვდნენ რომ ბავშვთა ფეხბურთის განვითარება მარტო ბურთის ფლობა არაა. ფიზ მომზადების მხრივ კატასტოფაა.
fan1
09 ოქტომბერი 2020 20:54
0
გეთანხმები, მაგრამ მარტო ფიზმომზადება რას იზავს თუ ნორმალური, სრულფასოვანი კვება არ ექნათ პატარაობიდან.
*
09 ოქტომბერი 2020 22:05
0
ეს ბელგიელები საერთოდ ვინ ყოფილან , ყენიას მაგალითი გვიდევს მთელ საქართველოს წინ , ამოიღოს ხმა ფედერაციიდან დაწყებული ნებისმიერი მწვრთნელით დამთავრებული , შოთი კახა თემურ , დაუდექით ამ ბიჭს გვერდით და საჯაროდ დაგმეთ გენტის მწვრთნელის და მთლიანად გუნდის საქციელი ...
bejo
09 ოქტომბერი 2020 19:19
2
ნეტა თუ არ რცხვენიათ ჩაკვეტაძის აგენტებს??!!!!
ექსპერტები და რამე
09 ოქტომბერი 2020 21:21
3
აგენტებს რისი უნდა შერცხვეთ, მთავარია ჯიბეებს ისქელებენ...
ტარიელი
09 ოქტომბერი 2020 22:22
1
ნეტავ რას მალავენ, ან რა აზრი აქვს... ტრანსფერს ისე განახორციელებენ რომ სამედიცინო შემოწმებას არ ჩაუტარებს მომავალი კლუბი?
პაპა
09 ოქტომბერი 2020 22:09
0
ყველა გამოხმაურება
ამ დალოცვილს მტრის თვალი ეცა მგონი (ან ჩვენმა ნაადრევნა ბაქიბუქმა დათარსა). ჯანოსავით მარად პერსპექტიულ ფეხბურთელად არ დარჩეს მეშინია
rasa
09 ოქტომბერი 2020 19:44
2
რავი, რა უნდა ვქნათ? საქმე იმაშია რო ბავშვობიდანვე არასწორად ავარჯიშებენ ამ ბავშვებს, ყველა ვინც კი ჩახედულია თემაში ამბობს რო ბავშვებს არასწორად ავარჯიშებენ, ადრეული ბავშვობიდან კუნთოვანი მასის გაზრდაზე მუშაობენ და ეს ხელს უშლის მერე ბევრ რამეს ცვლის პროცესებს ორგანიზმში, მეორეა კვება შენ შეიძლება ავარჯიშო ბავშვი სწორად, მაგრამ ის კვების სახით ვერ ღებულობდეს იმ ნივთიერებებს რომელიც მის ორგანიზმს ჭირდება, ისევ და ისევ მივდივართ ეკონომიკაზე, ფეხბურთი ისეატი სახეობაა სპორტის, სადცა სანამ დიდ ფეხბურთს ითამაშებ ბევრი ინვესტიცია უნდა ჩადო ბავშვებში და ამის საშუალება ბევრს ოჯახს არ აქვს. ნუ მეტყვით გამონაკლისებზე ყველას ორგანიზმი ერთნაირი არაა და პროგრამა და სტატისტიკა ეფუძნება საშუალოს და აქედან არსებობს გამონაკლისები როგორც უარყოფით ისე დადებით მხარეს.
mia san mia
09 ოქტომბერი 2020 20:50
2
არ შეიძლება, რომ დავურეკოთ ჩვენ საამაყო ფეხბურთელს და ვკითხოთ ეს ყველაფერი? "გაფუჭებული ტელეფონი" ჰო არ არის ეს დალოცვილისშვილი. ისედაც ეჭვიანები ვართ ქართველები და კიდევ უფრო უარესს, ნუ გვიზამთ, თუ შეიძლება. როცა არ იძახი არაფერს და იმალები - ესე იგი არ არის საქმე კარგად. მე პირადად, "ცუდი სუნი" მცემს უკვე ამ საქმიდან.
TanoLife
09 ოქტომბერი 2020 23:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული