ქეცბაია არისტოტელემ ისევ დააჯარიმა

AutoSharing Option
როგორც იცით, "ანორთოსისის" მწვრთნელი თემურ ქეცბაია "აპოლონთან" ნამატჩევს პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა და რეგლამენტის დარღვევისთვის დააჯარიმეს. "ოლიმპიაკოსთან" შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე კი მივიდა, მაგრამ რამდენჯერმე მხოლოდ ორი სიტყვა გაიმეორა - "ყველაფერი კარგადაა".

კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კოლეგიის წარმომადგენელმა არისტოტელე ვრიონიდისმა გადაწყვიტა, რომ ყველაფერი კარგად როდია, ვინაიდან ქართველმა სპეციალისტმა ლიგის სადისციპლინო რეგლამენტის მთელი რიგი პუნქტები დაარღვია და ადრე დაკისრებული 8 ათასი ევროს გარდა, კიდევ მოუწევს ჯარიმის გადახდა, - იტყობინება goal.philenews-ი.

შაბათს "ანორთოსისი" ჩემპიონატის მორიგ ტურში "სალამინას" ხვდება და საინტერესოა, გამოცხადდება თუ არა ქეცბაია
პრესკონფერენციაზე და თუ გამოცხადდა, სრულფასოვნად უპასუხებს თუ არა ჟურნალისტების შეკითხვებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
წყობიდან არავინ გამოიყვანოს, თორემ არისტოტელეს კი არა ზევსსაც არას დაგიდევთ, შეიძლება აქეთ გააძევოს ჟურნალისტები საპრესკონფერენციოდან :))))))))))
:)))))
16 ოქტომბერი 2020 13:43
0
სოკრატთან უჩივლოს
ბათუმის ფანი
16 ოქტომბერი 2020 11:20
0
კიდე კარგი არქიმედეც არ ყავს, თორე ის რაღას უზავდა )))
SL
16 ოქტომბერი 2020 10:34
0
როგორია 8000 ევრო გაატანო წყალს!რამხელა ხეფასები ყოფილა კვიპროსში!
გაბო
16 ოქტომბერი 2020 09:13
0
ამით ეს გათამამებული კაცი , არამარტო ჟურნალისტებს, მთელ საზოგადოებას არ ცემს პატივს.
გიორგი
16 ოქტომბერი 2020 08:43
2
ესეთ ნაღდ ქართველს ბევრს იცნობ? კლიაოზნიკი ჟურნალისტები როდის მერე გახდა საზოგადოება? ჩემპიონობა მოპარეს და პროტესტიც არ გამოხატოს?
roma
16 ოქტომბერი 2020 23:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული