საქართველოს ნაკრებში უნდა ჩამოვიყვანოთ - მიქაუტაძემ კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის პირველ ლიგაში  მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა.   

ამჯერად მისმა "სერენმა" სტუმრად "მოლენბეკი" 4:3 დაამარცხა, რაშიც ლომის წილი გიორგიმ შეიტანა, რომელმაც პირველ ტაიმში 2 გოლი გაიტანა.

ჯამში გიორგის 14 გოლი დაუგროვდა, ბოლო 3 თამაშში კი - 8 და ლიგის ერთპიროვნული ბომბარდირია.

ალბათ, ფრანგული "მეცი" მას აუცილებლად დაიბრუნებს, რომელსაც იჯარის წესით ჰყავს გაშვებული. 

ამ გამარჯვებით "სერენი" 15 ქულით ლიდერი და ელიტარულ დივიზიონში გადასვლის კანდიდატია.

ასეთ სტილის ფორვარდი ნამდვილად დაამშვენებდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს!

alt

მიქაუტაძესთან კომუნიკაცია იაშვილს აქვს - განაცხადა კობიაშვილმა

altმიქაუტაძეს ვერ აჩერებენ - ქართველმა მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 53 /
ვისაც ჰგონია რომ ქართული გვარის მატარებელი აუცილებლად ქართველია ძალიან ცდება. არც უკრაინელი წიტაიშვილია ქართველი და არც რუსი ჯიქია. ქართველი არის ნავალოვსკი. ერთსაც გეტყვით- მეზობელი მყავდა გვარად ბელოუსოვი, აი ის იყო თუ იყო ქართველი (აფხაზეთის ომში დაიღუპა ცხონებული).
ასე რომ არავის არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია არც მიქაუტაძესთან და არც მისთანებთან. არც არავის არ უნდა ვეხვეწოთ თუ მათ არ უნდათ. ვისაც გული შესტკივა საქართველოზე და ვინც ერთ აგურს მაინც დადებს ჩვენი ქვეყნისთვის ჩემთვის ის არის ქართველი და საქართველოს პატრიოტი (გვარის მიუხედავად).
გუჯი
18 ოქტომბერი 2020 23:20
4
ნავალოვსკის თავი გაანებეთ,მის პაპას და პაპის ძმას მეც ვიცნობ,მათ მამას და პაპას კი,მამაჩემი იცნობდა.გვარი აქვთ მხოლოდ პოლონური,თორემ პაპის პაპაც,უკვე ქართველი იყო,ენითაც და მენტალიტეტითაც.გიორგისაც ხომ უყურებთ,სულით და გულით ქართველია.ყოველთვის მთელი გულით თამაშობს ნაკრებში.
სოსო
19 ოქტომბერი 2020 19:25
0

ქართველები კი ხართ ნიჭიერი ხალხი ნებისმიერ სფეროში თუმცა ერთი უდიდესი მინუსი გაქვთ.
პატრიოტები არ ხართ თქვენი ჯიშის ფესვებს წინაპრებს ივიწყებთ ადვილად.
განსაკუთრებით ქართველი მდედრობითი სქესის წარმომანდგელები .


რაც შეეხება მიქატაძეს აბსოლუტურად დარწმუნებული ჩემი ახლო ნათესავისგან რომელიც მიქაუტაძეს ბავშვობიდან იცნობს და მის ოჯახთან ახლობლობს რომ ის არ ითაშებს საქართველოს ნაკრებში!
ახლა ჩემ სომხებს რაც შეეხება არ არსებობს ქვეყანა დედამიწაზე სადაც ჩვენი არ ვცხოვრობთ და არ არსებობს სომეხი რომელმაც სომხური ენა არ იცის თავის წარმომავლობა არ იცის
აი მაგალითად სომხეთის ნაკრებში თამაშობს დაახლოებით 8 სომეხი რომლებიც არ დაბადებულან სომხეთში ისინი დაიბადნენ სამხეთ ამერიკაში ევროპაში ერთი ავსტრალიაში მაგრამ ყველამ როგორც კი შემოთავაზება მიიღებს სომხეთისგან იმ წამსვე დაუფიქრებლად სიხარულით ჩამოვიდნენ.

აი მაკედონიის ნაკრები აიღეთ თუნდაც ამერიკაში დაბადებული მაკედონიელი თავად დაუკავშირდა ნაკრებს რომ თუ სურვილი გაქვთ მე მომიწვიეთ ნაკრებში და ვითამაშებო ჩემს მშობლიურ ნაკრებშიო.

მიქაუტაძეს რაც შეეხება ერთი თვეა დაუკვაშირდნენ მას მის მშობლებს საქართველოდან და იაშვილმა ასეთი სიტყვა უთხრა ოჯახს რომ პირდაპირ მთავარ ნაკრებში მოხვდება თუ სურვილი გაქვთო არ მოუწევს ახალგაზრდლების გავლაო მაგრამ განაცხადეს დაფიქრება ოჯახმაც ჟორჟმაც და აგერ 1 თვეა ლამის კიდევ ფიქრობენ თან არ დაგავიწყდეთ ჟორჟი დედით მამით ქართველია და მაინც როგორ ფიქრობს უკვე და ახლა ნახევრად მამით ან დედით რომ იყოს მარტო ქართველი მერე მითუმეტეს 80 % არც ეცოდინება საქართველო .

ნუ მაგინებთ ქართველებო მე ცუდად არ მითქვია თუ გგონიათ მე მინდა ქართველი შავკანიანები ან ქართველი ირანელები ან ქართველი ათასი ჯურის მომავალი თაობა სახეში მაფურთხეთ თუ გინდათ პირიქით ძალიან ვწუხვარ და ყოველთვის ავღნიშნავ ბევრი ქართული ოჯახის შექმენას რომ არ გადაშენდეს ერი ვიცი ბევრი მაგინებს დამამცირებთ ამ კომენტარის გამოც მაგრამ რავქნა ვფიქრობ სიმართლეა რასაც ვამაბობ.
ჰაიკა-კირაკოსიანი
18 ოქტომბერი 2020 21:22
7
ეს ყველაფერი გასაგებია და ძალიან ცუდი თუ არ ითამშებს მიქაუტაძე. მაგრამ მისი გადასაწყვეტია ჩემი აზრით რაც არ უნდა იყოს საქართველოს ნაკრებში თამაში არ არის სირცხვილი .. და თუ არაფერი პასუხისმგებლობა რომ დაიბადები არ გაქვს მაშინ ღმერთმა გაუმარჯოს მიქაუტაძეს თავის გზაზე. არავინ აგინებს უბრალოდ გასაკვირია და ზოგს აქვს სამშობლოს ცნების აღქმა ზოგს არა.

ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. იური ჯორკაეფი და ალენ ბოგოსიანი რატომ არ თამაშობდნენ სომხეთის ეროვნულ ნაკრებში? არ მგონია ცუდი ადამიანები ყოფილიყვნენ ან თავისი ქვეყანა არ ყვარებოდათ... ესეც შეაფასეთ მაშინ ... ასეთი ზოგადი არასწორი შეფასება ერზე არ მგონია სწორი იყოს .
მიქა
18 ოქტომბერი 2020 22:41
1
და საიდან მოიტანე რომ უნდა გაგინონ რასაც წერ ფაიზაღია ....იმ ყველა თვისებებთან ერთად ქართველებს სიმართლე და სამართლიანობაც გვიყვარს ...მაგიტომაც არის რომ თქვენ თქვენივე ცუდს ხელს დააფარებთ დაიცავთ მაინც მხოლოდ იმიტომ რომ სომეხია ....ჩვენ კი ეგრევე დედას ვუტირებთ იმიტომ რომ ღირსია ქართველი რომ არის და ცუდი ორმაგად დედას ვუტირებთ ...მაგრამ ამ ბოლო დროს ეს მარტო ცუდებთან არა უკვე კარგებზეც გადავიდნენ აი ეს კი სამწუხარო ფაქტებია ....!!!! და კიდევ ებრაელების არ იყოს სომხებს ემიგრანტობა ( მიზეზები გასაგებია ) მგონი უკვე სისხლში გაქვთ და ბევრად გამოცდილნი ხართ ქართველებისთვის კი ეს ჯერ უცხო ხილია ბოლო 25-30 წელია ( 1921 წლის შემდეგ ის ემიგრანტთა ჯგუფი იყო არისტოკრატია და ძაან ცოტა და მათთვის შეგუება და გაძლება ფეხზე წამოდგომა ძნელი აღმოჩნდა რადგანაც არისტოკრატია მძიმე შრომას არ იყო მიჩვეულნი ) რაც ჩვენებმაც დაიწყეს სხვა ქვეყნებში დასახლება იმათგან იმიტომ რომ პირველი თაობა არიან საბუთების პრობლემა აქვთ 90% მაგიტომაც ვერ რისკავენ საქართველოს პასპორტის აღებას ან დაბრუნებას აბა 100-120 წელი რომ ცხოვრებდნენ იქ მაშინ საბუთების რისკები არ ექნებოდათ მაგალითად დაიბადა საფრანგეთში მშბლებიც და ძმაც საფრანგეთის მოქალაქეები არიან ,და დასჭირდა ქართული პასპორტი აიღო 36 წლამდის ითამაშა ნაკრებში მერე ისევ დაიბრუნებს საფრანგეთის პასპორტს იმიტომ რომ მთელი ოჯახი საფრანგეთის მოქალაქეები არიან ...და მესამე ის სომეხი ფეხბურთელები რომლებიც სხვა ქვეყნებში დაიბადნენ და სომხეთის ნაკრები აირჩიეს არცერთი არ თამაშობს ევროპის ნორმალურ ქვეყანაში და ლიგებში სადაც არაევროკავშირის ფეხბურთელებზე არის ლიმიტი ...ბევრმა კი პირიქით სომხეთის პასპორტით უფლება მიიღეს რუსეთში და ყაზახეთში ლეგიონრებად არ ჩაითვალონ ....ასე რომ მიუხედავად იმისა რომ სიმართლეს წერ სიტუაციები მაინც სხვადასხვაა ....!!!!
Mdaa
18 ოქტომბერი 2020 22:21
0
ყველა გამოხმაურება
ბოლო-ბოლო გაარკვიეთ და დაწერეთ ამ ბიჭს უნდა ჩვენს ნაკრებში არა, თუ ფიქრობს ჯერკიდევ, თუ ჩვენი კანონმდებლობის ბრალია ყველაფერი ორმაგი მოქალაქეობა, რომ გაუქმდა მაგიტომ.
jjj
18 ოქტომბერი 2020 19:39
2
თეორიულად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება შეიძლება, ამისთვის იურისტები კარგად უნდა ჩამოყალიბდნენ და მიაწოდონ შესაძლო ვარიანტები ქვეყნის პრეზიდენტს, მაგრამ ჩვენი პრეზიდენტის შემხედვარე ამის იმედი ნაკლებია.
აზრი
18 ოქტომბერი 2020 21:46
4
არა უშავს, მიშა მოვა და უცებ მოაგვარებს.
grisha dedakimovi
19 ოქტომბერი 2020 00:54
5
სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე პრეზიდენტს შეუძლია მიანიჭოს ორმაგი მოქალაქეობა ნებისმიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეს. ისეთი ტიპებისთვის აქვთ მინიჭებული ორმაგი მოქალაქეობა რომ ბევრმა არც კი ვიცით რას წარომადგენს და რა იქნება ამ ბიჭსაც შევთავაზოთ ეგეთი რამე!!! უბრალოდ სახელმწიფო ინტერესი უნდა დასაბუთდეს რა!
gio
18 ოქტომბერი 2020 22:30
3
ისე ჟორჟის ამბები ძალიან სასიხარულოა და მინდა ვუთხრა მას, ვიცი რომ კითხულობს :) აგერ წიტაიშვილი რომაა კიევის დინამოში, რაც მაგას გინება ხვდება აქ :) ჩემ მტერს, მარტო იმიტომ რომ უკრაინა აირჩია. და სიმართლე გითხრა, მეც რაღაც დამაკლდა თითქოს იმითი, რომ ქართველმა კაცმა სხვა ქვეყანა აირჩია თავის სამშობლოთ. ობიექტურად შეიძლება საფრანგეთში თამაში შენთვის ბევრად წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს და უფრო დიდი გამოწვევა სპორტსმენისთვის, საცოდაობაც იქნება დაქართველოს ნაკრებით ვერსად რომ ვერ მოხვდე, მაგრამ შენი შემოერთევით ეგებ და მართლა საერთო საქმეში დიდი აგური დადო. საფრანგეთის არჩევით კი ბევრად უკეთესი კარიერა, ცნიბადობა, ხელფასი და სახელი გექნება. თუ ყველაფერი სწორად და კარგად წავიდა, ღმერთმა ქნას, სასწორზე ერთ მხარეს ევროპის საზომით ტოპ კლასის ფეხბურთელობა და უამრავი ტიტულია, ხოლო მეორეზე საქართველოში ლეგენდის სახელის დატოვების და ჩვენი საზომით არნახული წარმატრბების შესაძლებლობაა. არც ერთია ცუდი :) მე მეიმედება რომ საქართველოს აირჩევ. მაგარი შრომა კი ორივე შემთხვევაშია გასაგრძელებელი. მე რომ შენ ადგილას ვიყო უკვე მაკედონიასთან დავდგებოდი ძირითადში თუ ვაისი მზადაა!
გადასარევი გიორგი
18 ოქტომბერი 2020 22:00
2
მოიცააათ რაააა ...რა საფრანგეთის ნაკრები რის საფრანგეთის ნაკრები ვის მაგივრად ნეტავ ( ერთხელ დავწერე უკვე ეს ..) გრიზმანის თუ მბაპეს ა ხომ დემბელეს აქვს ხშირად ტრამვები და ჟირუც დაბერდა უკვე ....ეგეთი დონის საფრანგეთს ყავს სულ მცირე 20 გუნდია ლიგა 1-ში ესე იგი თითოს 2-3 ფრანგი შემტევი მაინც ყავს არაფერს ვამბობ ფრანგ შემტევ ლეგიონერებზე და ლიგა-2 ის გუნდებზე და ეს კი თამაშობს ბელგიის 2 ლიგაში ...20 წლის ასაკში მაგარ ფეხბურთელებს უკვე მაგარ გუნდებში მაგარი კონტრაქტები აქვთ ასე რომ მას შეუძლია საქართველოს ნაკრებისთვის გახდეს ერთ-ერთი შეუცვლელი და პირველ რიგებში აბა საფრანგეთში ეგ შეიძლება მოხვდეს 10-12 ნაკრებში ...ღმერთმა ქნას და პირველში მოხვდეს ვერ ვიტან საფრანგეთის ფეხბურთს მაგრამ მაგ ბიჭის გამო ვუბალეშიკებ რომ მსოფლიოც და ევროპაც მოიგოს ...!!! მაგრამ იმედია ამბიცია აქვთ რეალური და შიზოფრენია არ აწუხებს რომ საფრანგეთის ნაკრებში დაუძახებენ ბელგიის 2 ლიგიდან ვიმეორებ მბაპე მაგ ასაკში უკვე მსოფლიო მოიგო და ევროპაში აგენტები ან კლუბების მენეჯერები ყველა დებილები არ არიან ფული ყველას უნდა თორემ და ვნახოთ აგერ 2,5 გაიხსნება ისე ზამთრის ტრანსფერები ...ვიმეორებ ისევ ჩვენთვის შეიძლება მართლაც მესი გახდეს და ფრენგებისთვის კი დარჩება ჟორჟ მიქაუტეძე აქ გამორჩეული იქ კი ერთ-ერთი მეორე ასეულიდან ....
Aueee
18 ოქტომბერი 2020 23:34
1
აგერ მე და აგერ თქვენ - დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: თუ გავედით ევროპაზე, ეს ბიჭი ითამაშებს ჩვენს ნაკრებში, ხოლო თუ ვერა - მაშინ არ ვიცი
სიმართლე
19 ოქტომბერი 2020 02:59
0
ქ-ნო პრეზიდენტო!!! სასწრაფოდ შესთავაზეთ ამ ახალგაზრდას საქართველოს მოქალაქეობა და მიანიჭეტ ორმაგი მოქალაქეობის უფლება...
tngh
19 ოქტომბერი 2020 09:50
1
ძალიან კარგია!! ამდენი ხანია მიდის მოლაპარაკება და ამ ბიჭისგან ერთი კომენტარი თუ არსებობს, რომ უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში?? იქნება ამბიცია აქვს რომ საფრანგეთის ნაკრებში ითამაშოს, ყველაფერი მალე გამოჩნდება!! ჩვენი ჩვენი უნდა ვცადოთ არ გვყავს დასაკარგი ფეხბურთელები, ხოლო თუ არ უნდა ღმერთმა გაუმარჯოს თავის გზაზე!! ეს ფეხბურთელი თუ გაჩარხა ფედერაციამ დიდი პლიუსი ჩემგან კობიაშვილს!!!
zaza
18 ოქტომბერი 2020 21:43
0
7 შეხვედრაში 14 გოლი ??? ეს გიჟია ვიღაცაა )))
დევკალიონი
18 ოქტომბერი 2020 19:55
2
თამაშზე ეტყობა, რომ ჭკვიანია. ჭკვიანი ქართველი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს ბიჭი აუცილებლად ითამაშებს საქართველოს ნაკრებში. ტრავმირებული ფეხბურთელები რომ დაბრუნდებიან, ამ ბიჭთან ერთად ძალიან კარგად ითამაშებს ჩვენი გუნდი.
ქ. გ.
19 ოქტომბერი 2020 05:51
0
ვენაცვალე ყველა იმ ფეხბურთელს ვინც საქართველოს ნაკრებშია, და კიდევ ვინც ცდილობს რომ ნაკრებში მოხვდეს, თუ მიქაუტაძე ქართველად გაზრდილია და სისხლი უყივის.... ხვეწნა არ დაჭირდება. თუმცა მაინც მსიამოვნებს ყველა ქართველის წარმატება.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
19 ოქტომბერი 2020 01:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული