კვარაცხელიათი ლა ლიგის გრანდი დაინტერესდა

AutoSharing Option
საფეხბურთო აგენტმა თემურ ლეფსაიამ გაამხილა, რომ საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით "სევილია" დაინტერესდა.

"ხვიჩა საქართველოში ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ვფიქრობ, რუსეთშიც. "რუბინში" ვიყავი და ვიკითხე, თუ როგორ ვარჯიშობს. საიდუმლო არ არის, რომ ბევრ სამხრეთელს არ უყვარს ვარჯიშებზე მუშაობა. მოკლედ, ეს კვარაცხელიაზე არ ვრცელდება.

მისით დაინტერესება "სევილიამ" გამოამჟღავნა. მე, ჩემი მხრივ, მას კარგი დახასიათება მივეცი. არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, თუმცა მგონია, თუ საქართველო დიდ ტურნირზე გავა, ზაფხულში "რუბინი" მას სარფიანად გაყიდის", - განაცხადა ლეფსაიამ "მატჩ პრემიერის" პროგრამა "ინსაიდერში".

მკითხველის კომენტარები / 22 /
ნუ მიაქცევ ყურადღებას ამ ჭორაობას, სევილია არაა ატალანტა კიდე!! იყავი სადაც ხარ , ამოწურე შენი თავი მაგ გუნდში, ერთი სეზონიც კი არაა გასული რაც თამაშობ, ხოდა ნუ აირევ ტვინს, შენი საქმე აკეთე, დაინტერესება კი არაა , ზუსტად და კონკრეტულად როცა გამოჩნდება რეალური ვარიანტი , აი მაშინ იფიქრე! მასე იყო ჩაკვეტაძეზეც სად აღარ გადაიყვანეს ეს ბიჭი, ბარსელონაო, რომაო, ბაიერნიო, ნუ მოკლედ რაც მოხდა ბოლოს კი ვნახეთ!!
Vasili
11:22 26-10-2020
3
ამ ეტაპზე სჯობს ხვიჩა დარჩეს სადაც არის! რუსეთის პრემიერ ლიგა საკმაოდ საინტერესო ლიგაა(ამ ბიჭების გადამკიდე ვადევნებ თვალს)სულ ბრძოლა მიდის. სწრაფი და საკმაოდ ტექნიკური თამაშებია.აქ თანაბრად ეთამაშება ბოლო ადგილოსანი პირველ ადგოლასანს და ტოლს არაფერში უდებს,ავიღოთ თუნდაც როტორი რომელმაც,,შეჭამა" ლოკომოტივი პირდაპირ,მაგალითად ასე არ ხდება პორტუგალიაში ან ჰოლანდიაში სადაც ლიდერები ცალი ფეხით უგებენ პატარა კლუბებს! მკლედ ცოტა უნდა მოვიცადოთ და მერე ტოპ ლიგა!
gabo
10:13 26-10-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული