ჯიქიამ საქართველოში მიწის ნაკვეთი შეიძინა. რატომ აირჩია რუსეთის ნაკრები? - ჯანო განმარტავს

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ Sport24"-თან ინტერვიუში "სპარტაკზე", ხვიჩა კვარაცხელიასა და თავის მეგობარ გიორგი ჯიქიაზე ისაუბრა.

- მელქაძემ აღიარა, რომ როდესაც მოედანზე გადიოდა, უყვიროდნენ: "წადი, საზამთროები გაყიდე!"
- ასეთ რამეებს ყურადღება არ უნდა მიაქციო. რამდენი ფეხბურთელი იყო "სპარტაკში", რომლებიც "კუბანში", კრასნოდარსა" და მსგავს გუნდებში ფეერულად თამაშობდნენ, მოდიოდნენ "სპარტაკში" და არაფერი გამოსდიოდათ. ყველამ იცის, რომ "სპარტაკი" სულ სხვაა. უზარმაზარი ზეწოლის გამო აქ თამაში ძნელია. არც "ზენიტში" და არც ცსკა-ში ასეთი რამ არაა, ვინაიდან ეს სახალხო გუნდია და შენ შენი ყოველ მატჩში უნდა დაამტკიცო. უბრალოდ
უნდა გესმოდეს, რომ გულშემატკივრებიც ემოციებზე არიან და ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ რაღაც წამოაყრანტალონ. ამაზე ყურადღების მიქცევა საჭირო არ არის.

- ხვიჩაზე რას ფიქრობ? ახლა ის მართლა ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელია?
- როდესაც 17 წლის ვიყავი, ჩემით ლონდონის "არსენალი" იყო დაინტერესებული. ჩემი თამაშის სანახავადაც კი ჩამოვიდნენ. დიახ, ხვიჩა ძალიან ნიჭიერია, აქვს ის სათამაშო თვისებები, რაც ბევრს არ გააჩნია. თავადაა საკუთარი თავის მოტივატორი. პირადად ვიცნობ, თავმდაბალია, მაგრამ ყველაზე მთავარია, ტრავმების გარეშე გააგრძელოს თამაში. აქ გიორგი ჩაკვეტაძის მაგალითია. თავი წარმოაჩინა, ბელგიაში მოხვდა, მასში "დორტმუნდი" 20 მილიონს იხდიდა, მაგრამ არ გაუშვეს. შემდეგ ტრავმა მიიღო და ჯერ არ ჩანს. თუ ხვიჩა ისევე ითამაშებს, როგორც ახლა, ტრავმების გარეშე და გამართლებით, დარწმუნებული ვარ, ტოპ 5-ის დონეზე შეძლებს თამაშს. ორი სეზონის მერე თავისუფლად შეუძლია პირობითად "სევილიაში" ან "ვალენსიაში" მოხვდეს. მას მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ - ბევრი რამის უნარი აქვს.

- შენმა მეგობარმა გიორგი ჯიქიამ რატომ გადაწყვიტა რუსეთის და არა საქართველოს ნაკრებში თამაში? მაგალითად, კვირკველიამ ისტორიული სამშობლო აირჩია...
- ამაზე ჯიქიას ირონიულად ვეხუმრები. კვირკველია საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, გიორგი კი მოსკოვში დაიბადა, აქ სწავლობდა. მისი გაგება შეიძლება, არავინ არ ადანაშაულებს. მოსკოვმა ყველაფერი მისცა, ამიტომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ასევე არ შეიძლება არ დავივიწყოთ ლეგიონერებზე ლიმიტი. ამიტომ მე ვთვლი, რომ სწორი ნაბიჯი გადადგა. მე და საბა საქართველოში დავიბადეთ, იქ ვართ ბავშვობიდან და სწორი არ იქნებოდა, რომ რუსეთის ნაკრებში გვეთამაშა. ამასთან, არის კიდევ ერთი რამ, რამაც მის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია. ამაზე თვითონ ჯიქია მომიყვა.

- რომელი ამბავი?
- როდესაც "ამკარში" თამაშობდა, საქართველოდან არავინ დაურეკა. როგორც კი "სპარტაკში" აღმოჩნდა, მაშინვე დაიწყეს მასთან რეკვა. ეს არასწორია. თუ შენ ქართული გვარი გამორჩეულთა შორის დაინახე, მაშინვე უნდა გამოხატო დაინტერესება. ამიტომ თქვა ჯიქიამ, რომ რჩება და იქ ითამაშებს, სადაც გაიზარდა. ადგილზე, რომელმაც მას არსებითად ყველაფერი მისცა. თუმცა საქართველოში მიწის ნაკვეთი შეიძინა.

- შენი ხელშეწყობით?
- დიახ. მე ვუთხარი: აქ კარგი მიწის ნაკვეთია, იყიდება, შენ ბევრი ფული გაქვს, შეიძინე რაღაც, ჰა-ჰა. ჰოდა, იყიდა. აქ შემდეგ სახლის აშენება უნდა. მეგრელია, ფიქრობს, შემდეგ რა იქნება. ვნახოთ, შეიძლება მომავალში საქართველოში იცხოვროს.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ე, ბიჯო რა შეჭამეთ კაცი! ამან ფული მაინც გადაიხადა! (ხუმრობის ახსნა: რუსები, როგორც წესი, მიწებს უფულოდ გვართმევენ).
შეტევა
18 ნოემბერი 2020 07:59
3
რა იყოთ რამ გაგაგიჟათ ნახევარი საქართველო გაყიდულია თურქებზე ირანელებზე ინდოელებზე და ამ ბიჭს გვარი მაინც აქვს ქართული მერე რა რუსეთში გაზრდილი რომ არის
დათო
18 ნოემბერი 2020 10:04
11
Mizezibi yvelas aqvs,aq daibadao, iQ ar gamomidzaxeso, yvela mtyuania shens garda.Mova dro da inaneb, SHENIive gundelebi ЧЕРНОЖЕП Rom dagidzaxeben, pirvelive shecdomis mere. Shen yvelgan ucxoeli xar
David
17 ნოემბერი 2020 23:20
5
სანამ ამ ბ და c დივიზიონებს მოიგონებდენ საქართველოში ხან იტალია ჩამოდიოდა ხან ინგლისი ნაკრებიც გამოცდილებას იღებდა ისევ ის ჯობდა მაინც ვერ გავედით ევროპაზე და
givi
17 ნოემბერი 2020 23:58
9
ჯამრთელი ჯანო ჭირდება ნაკრებს,წარმატებები ჯანოს.
ziko
18 ნოემბერი 2020 14:33
7
ვიღაც გარუსებული ჯიქია ვის რაში აინტერესებს?
დათო
18 ნოემბერი 2020 16:33
2
ეგრე ყველა თავის ისტორიულ სამშობლოს რომ ირჩევდეს საფრანგეთის ნაკრები იქნებოდა ეხლა საშუალო ევროპული დონის გუნდი არაფრით გამორჩეული , ყველა " ფრანგი" აფრიკელი რომ თავის ქვეყანაში თამაშობდეს )))))
ეგრეა სამწუხაროდ, ეს ჯიქიაც იქ დაიბადა გაიზარდა და გვარი აქვს მხოლოდ ქართული თორე აზროვნება არ აქვს ქართული
recondite
18 ნოემბერი 2020 12:46
9
ათას ოხერს და მამაძაღლს აქვს ქონება საქართველოში და ერთით მეტი და ერთით ნაკლები - სულ ერთია!ისე, სადმე ტამბოვში რომ ეყიდა, უფრო ლოგიკური იქნებოდა!
ლევანი
18 ნოემბერი 2020 11:39
9
რა ყველაფერი მისცა ჯანო რუსეთმა? რუსეთის ხელშეწყობით არ გამოაგდეს აფხაზებმა სახლიდან? ეს რა თქმაა. აფახზეთიდან გამოგდებული ადამიანი როგორ უნდა ამბობდეს რუსეთმა მომცა ყველაფერიო.
თ.ბ.
18 ნოემბერი 2020 17:19
3
როგორც საქართველოში თანამდეგობის დაკავებას უნდა საზღვარგარეთ თუნდაც პროქტექნიკუმის დამთავრება, ისე უნდა საქართველოს ნაკრებში მოხვედრას საზღვარგარეთის გუნდში ყოფნა, არა აქვს მნიშვნელობა თამაშობს თუ სათადარიგო სკამზეა ზიხარ, მთავარია გუნდში ირიცხებოდე.
ჰავლაბრელი ტიღუა
18 ნოემბერი 2020 10:38
0
თანამდებობა და არა თანამდეგობა, სხვათაშორის ბევრს ეშლება..
ქართველი
18 ნოემბერი 2020 11:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული