რუსული მედია: ხვიჩა მოსკოვში, პიტერში ან კრასნოდარში კი არა, ევროპაში წავა

AutoSharing Option
"სოვეტსკი სპორტმა" რუბინის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია პრემიერლიგის პირველი წრის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა და მისი თამაში და პერსპექტივა შეაფასა:

"ქართველი ნახევარმცველის ფენომენალურ ტექნიკაზე ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდნენ, როდესაც "ლოკომოტივში" თამაშობდა. თუმცა ჩემპიონატის სრულფასოვან ვარსკვლავად მხოლოდ ლეონიდ სლუცკის უნარიან ხელში ჩამოყალიბდა. შეტევის მთელ ფრონტზე ერთი შეხედვით მისი ქაოტური გადაადგილებები აზრიანი გახდა.

ახლა კვარაცხელიას საკუთარ რიგებში ხილვას ნებისმიერი ტოპ-კლუბი ისურვებდა, მაგრამ ის უფრო, ალბათ, ყაზანიდან არა მოსკოვში, პიტერში ან კრასნოდარში, არამედ ევროპაში გაემგზავრება. თუმცა, არა უცბად - რაც უნდა იყოს, ის მხოლოდ 19
წლისაა".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხვიჩა სლუცკის სახით იდეალური მწვრთნელი გყავს და უნდა მოუმატო, რომ შეატყობ რომ მაგ დონეზე მომატება არ გამოგდის მერე უნდა გადახვიდე!! სლუცკი ბევრი რამის უფლებას გაძლევს რომ განვითარდე, მოედანზე თავისუფალი მანევრირების საშუალებას გაძლევს!!
zaza
25 ნოემბერი 2020 21:13
4
რუსეთის ჩემპიონატის ვარსკვლავად კი გადაიქცა,მაგრამ სასწავლი,ჯერ კიდევ ბევრი აქვს.სლუცკი მშვენიერი მასწავლებელი აღმოჩნდა და ყოველ ორ-სამ ტურში,რაღაც ახალს აკეთებინებს ხვიჩას.წლის ბოლოს,მისგან უკვე ევროპული კლასის ფეხბურთელი გამოიჩეკება,შემდგომი ზრდის პერსპექტივით.ხვიჩას შრომა არ ეზარება და იმედია, არც სერიოზულ ტრავმას მიიღებს.ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებ,ხვიჩა კვარაცხელიას.
სოსო
25 ნოემბერი 2020 21:03
1
რატომ ვერუნდა გაქაჩოს ვერ ვხვდები ბურთი მრგვალია და რაღა ამისთვის გახდება მართკუთხედი მიდი აჩვენე ყველას რომ საუკეთესო ხარ
Gio
27 ნოემბერი 2020 05:42
0
რუბინში მაქსიმუმ ერთი წელიღა უნდა დარჩეს. ფეხზე მყარად დგას, ევროპული დატვირთვებისთვის მზად ჩანს და ახალი კლუბი ამ ზამთარშივე შეიძლება.
-დორტმუნდი საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა
rable
26 ნოემბერი 2020 17:46
0
სლუცკის გამოზრდილი ერთი ტოპ ფეხბურთელი მაინც დამისახელეთ
ლადო
26 ნოემბერი 2020 11:29
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული